მიხეილ ყაველაშვილი: ევროკავშირთან ჩვენი დამოკიდებულება გულწრფელია, თუ იქნება ჯანსაღი პროცესი, მაგრამ სპეკულაციებია, როდესაც გვეუბნებიან ერთი მხრივ, ვითანამშრომლოთო და თან რევოლუციებს გვიწყობენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
59 23 მაისი 2025, 00:29

ევროკავშირთან მიმართებაში ჩვენი დამოკიდებულება არის გულწრფელი და ღია, თუ იქნება ჩვენს შორის ჯანსაღი პროცესი და კონკრეტულ საკითხებზე საუბარი, - განაცხადა გადაცემა „იმედი LIVE“-ში საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა.

წამყვანმა მას ჰკითხა, როგორ ფასდება საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები ახლა, გაყინულია, თუ შეინიშნება რაიმე ტენდენცია ყინულის დნობის თვალსაზრისით.

„ევროკავშირთან მიმართებაში ჩვენი დამოკიდებულება არის გულწრფელი და ღია. ღია ვართ ჩვენ თუ იქნება ჩვენს შორის ჯანსაღი პროცესი და კონკრეტულ საკითხებზე საუბარი. ამისთვის მზად ვართ. მაგრამ სპეკულაციებია, როდესაც გეუბნებიან ერთი მხრივ, ვითანამშრომლოთო და თან რევოლუციებს გვიწყობენ. მარტივია, რომ სხვა ქვეყნის საარჩევნო პროცესში არ უნდა ჩაერიოს სხვა ქვეყნის საგარეო მინისტრი, თუ სხვა ვინმე“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„გახარია საქართველოსთვის“ - გიორგი გახარია იმყოფება საზღვარგარეთ, საგამოძებო კომისია უარს აცხადებს დისტანციურად გამოკითხვაზე, დაჟინებით ითხოვს ფიზიკურ გამოცხადებას, რასაც არ აქვს არავითარი ობიექტური ახსნა
თურქეთის საგარეო უწყება - მიმდინარე მოვლენებმა, შესაძლოა, რეგიონული კონფლიქტის გლობალურ დონეზე ესკალაცია გამოიწვიოს, ჩვენ არ გვინდა, ეს კატასტროფული სცენარი განხორციელდეს
გარემოს ეროვნული სააგენტო 22-23 ივნისს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს
ირანის მთავრობაში აცხადებებენ, რომ აშშ-ის ავიაიერიშის დროს თავდასხმა ფორდოს სადგურის ნაწილზე განხორციელდა
„ჯორჯიან ეარვეისი“ - 24 ივნისს თბილისი-თელ-ავივი-თბილისის მიმართულებით დაგეგმილი რეისები გაუქმებულია, მგზავრებს ბილეთის გადაცვლის ან თანხის დაბრუნების შესაძლებლობა ექნებათ
არქივი