მიხეილ ყაველაშვილი: ვინც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში, თუ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას ჩაიდენს, სახელმწიფო ვალდებულია რეაგირება მოახდინოს, სხვანაირად გამორიცხულია, მაშინ სახელმწიფო არ ხარ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
36 23 მაისი 2025, 01:14

ვინც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში, თუ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას ჩაიდენს სახელმწიფო ვალდებულია რეაგირება მოახდინოს, სხვანაირად გამორიცხულია, მაშინ სახელმწიფო არ ხარ. ამას ყველა უნდა შევეგუოთ, - განაცხადა გადაცემა „იმედი LIVE“-ში საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა.

მისივე თქმით, თუ სახელმწიფო არსებობს, იქ კონსტიტუციას და კანონს გვერდს ვერავინ აუვლის.

„ევროპარლამენტარები ითხოვდნენ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას. როგორ უნდა მომხდარიყო მისი გათავისუფლება, როცა არსებობს სისხლის სამართლის დანაშაული, დაპატიმრებულია და სასამართლომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. თავად როგორ წარმოედგინათ, დემოკრატიულ ქვეყანაში როგორ უნდა განხორციელებულიყო ეს აქტი?! თუ ქვეყანა არ არის დემოკრატიული, სამართლიანი, კანონის უზენაესობასა და კონსტიტუციაზე მორგებული როგორ უნდა განახორციელოს ეს აქტი?! როცა მოგიწოდებენ, რომ ეს აქტი უნდა განახორციელოთო, მაშინ კანონი უნდა დავარღვიოთ და ისე უნდა გამოვუშვათ სააკაშვილი, სხვანაირად ხომ ვერ მოხდება?! როგორ არაფრად გთვლიან, როგორ შეურაცხყოფას გაყენებენ, რომ თითქოს ეს ჩვენ შეგვიძლია“, - აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პუტინი: მსოფლიო მესამე მსოფლიო ომისკენ მიდის და ეს შემაშფოთებელია
თორნიკე ჭეიშვილი „საფარის“ არქივის განადგურებაზე: ის ნარატივი, რომელიც ამ თემას მოჰყვა შესაბამისი ორგანიზაციებისა თუ რადიკალური ჯგუფების მხრიდან, შეიძლება, შეფასდეს როგორც ერთგვარი დეზინფორმაციის კამპანია
სუს-მა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილე დააკავა
რატი იონათამიშვილი „საფარზე“: ჯერ დეზინფორმაციის კამპანია აწარმოეს და სცადეს, საზოგადოება მოეტყუებინათ, განსაკუთრებით, პერსონალური მონაცემების ნაწილში და შემდეგ დაიწყეს არქივების განადგურება
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი - ირანი მზად არის დიპლომატიისკენ დაბრუნება განიხილოს მას შემდეგ, რაც ისრაელის აგრესია შეჩერდება
არქივი