პოლონეთის პრეზიდენტობის კანდიდატმა ხელი მოაწერა დეკლარციას, სადაც პირობას დებს, რომ არ მოაწერს ხელს ნატო-ში უკრაინის გაწევრიანების დოკუმენტს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
25 23 მაისი 2025, 11:01

პოლონეთის პრეზიდენტობის კანდიდატმა, კაროლ ნავროცკიმ, არჩევნების მეორე ტურში მხარდაჭერის სანაცვლოდ, ოფიციალურად მიიღო „კონფედერაციის“ ლიდერის, სლავომირ მენცენის მოთხოვნები, რომელთა შორისაა უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების ხელის შეშლის დაპირება.

სლავომირ მენცენთან ერთად რვა პუნქტისგან შემდგარი დეკლარაციის ხელმოწერა პირდაპირ ეთერში მოხდა.

სლავომირ მენცენმა განაცხადა, რომ მისი მხარდაჭერისთვის ორივე პოლიტიკოსმა ხელი უნდა მოაწეროს დეკლარაციას, რომელიც რვა პუნქტისგან შედგება.

კერძოდ, 1. მე არ მოვაწერ ხელს არცერთ კანონს, რომელიც ზრდის არსებულ გადასახადებს; 2. მე არ მოვაწერ ხელს არცერთ კანონს, რომელიც ზღუდავს ღია ფულით ოპერაციებს და დავიცავ პოლონურ ზლოტს; 3. მე არ მოვაწერ ხელს არცერთ კანონს, რომელიც ზღუდავს აზრის გამოხატვის თავისუფლებას, რომელიც თავსებადია პოლონეთის კონსტიტუციასთან; 4. მე არ გავცემ პოლონელი ჯარისკაცების უკრაინის ტერიტორიაზე გაგზავნის ნებართვას; 5. მე არ მოვაწერ ხელს კანონს უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების რატიფიკაციის შესახებ; 6. მე არ მოვაწერ ხელს არცერთ კანონს, რომელიც ზღუდავს პოლონელების ხელმისაწვდომობას იარაღზე; 7. მე არ ვთანხმდები პოლონეთის ხელისუფლების რაიმე უფლებამოსილების ევროკავშირის ორგანოებისთვის გადაცემას; 8. მე არ მოვაწერ ხელს ევროკავშირის არცერთი ახალი ხელშეკრულების რატიფიკაციას, რომელიც ასუსტებს პოლონეთის როლს, მაგალითად, ასუსტებს მის ხმის მიცემის უფლებას ან ვეტო-ს უფლებას.

მე-4 პუნქტთან დაკავშირებით, რომელიც პოლონელი ჯარისკაცების უკრაინის ტერიტორიაზე ყოფნის საკითხს შეეხება, კაროლ ნავროცკიმ განაცხადა, რომ უკრაინაში გაგზავნის პოლონელ ბიზნესმენებს, როდესაც უკრაინა აღდგება.

მისივე თქმით, არ მოაწერს ხელს უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების რატიფიკაციის კანონს. მისი თქმით, ამის შესახებ დისკუსიას აზრი არ აქვს.

პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ვარშავის მერმა, რაფალ ტშასკოვსკიმ ხმების 31,36% მოიპოვა, ხოლო კაროლ ნავროცკიმ, რომელსაც მხარს უჭერს მემარჯვენე-კონსერვატიული პარტია „კანონი და სამართლიანობა“ – 29,54%. არჩევნების მეორე ტური პირველ ივნისს ჩატარდება.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
კანში დასვენების დროს ხვიჩა კვარაცხელიასა და ზურიკო დავითაშვილის სახლი გაქურდეს
მამუკა მდინარაძე - ჩვენ თუ ჩვენს სამშობლოში არ გადავწყვიტეთ ჩვენი გადასაწყვეტი, რამდენიმე ათწლეულში ერი აღარ იარსებებს! ამიტომ არის ქვეყნის დამოუკიდებლობა მთავარი პრიორიტეტი! დამოუკიდებლობა ყველასგან!
პროკურატურამ მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის მეუფე გიორგი ჯამდელიანის განცხადების საფუძველზე, რომ მისი განზრახ მკვლელობა მზადდებოდა, გამოძიება დაიწყო
მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი - ჩემს მკვლელობას ამზადებდნენ - ეს პიროვნება მთავრობის წევრი, უშიშროების უწყების წარმომადგენელია
შემოსავლების სამსახური - საერთაშორისო სანქციების დაწესების დღიდან, საქართველო სრულად იცავს დადგენილ წესებს - ამ მიმართულებით უსაფუძვლო ბრალდებების კიდევ ერთი ტალღის აგორება, მორიგი დაკვეთის შესრულებაა
არქივი