ლევან დავითაშვილი - ჩვენი ევროკავშირში გაწევრიანების გზასთან დაკავშირებით მრავალი სპეკულაციაა, თუმცა ჩვენს პოლიტიკაში რეალური ცვლილება არ მომხდარა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
32 23 მაისი 2025, 11:45

ჩვენი ევროკავშირში გაწევრიანების გზასთან დაკავშირებით მრავალი სპეკულაციაა, თუმცა ჩვენს პოლიტიკაში რეალური ცვლილება არ მომხდარა, – ამის შესახებ საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა „ევრონიუსთან“ განაცხადა.

„ჩვენ გვაქვს ერთადერთი პოლიტიკა, რომელიც მთავრობის მიერ ოფიციალურად დამტკიცებულ ინტეგრაციის დღის წესრიგს გულისხმობს. ამ დღის წესრიგის განხორციელებას ემსახურება ყველა სამთავრობო ინსტიტუცია, სამინისტრო და სააგენტო“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო კოორდინაციას უწევს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების (DCFTA) იმპლემენტაციის დღის წესრიგს, რომელიც საკმაოდ ფართოა.

„ჩვენ უკვე მოთხოვნების თითქმის 60%-ი შევასრულეთ. აქტიურად ვახორციელებთ მნიშვნელოვან რეფორმებს ეკონომიკაში და ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში, მათ შორისაა ტრანსპორტი, ენერგეტიკა, ვაჭრობა და სხვა. ეს არის პრიორიტეტული დღის წესრიგი, რომელიც კვლავ ჩვენს პრიორიტეტად რჩება. ჩვენ სრულად ვართ ორიენტირებული DCFTA-ის განხორციელებასა და ინტეგრაციის პოლიტიკაზე. მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ ჩვენი მიზანია 2030 წლისთვის ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობა. გვესმის, რომ ეს ხანგრძლივი პროცესია, მაგრამ სრულად ვართ მიმართული ამ მნიშვნელოვანი რეფორმის განსახორციელებლად. ჩვენ კვლავ ერთგული ვართ ამ რეფორმების და ეს პროცესი ძალიან აქტიურად მიმდინარეობს“, – აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დონალდ ტრამპი - ტერმინ „რეჟიმის შეცვლის“ გამოყენება არაპოლიტკორექტულია, მაგრამ თუ ირანის რეჟიმს არ შეუძლია ირანის ხელახლა დიდებულად ქცევა, რატომ არ უნდა მოხდეს რეჟიმის შეცვლა?
დაუნინგ სთრითი - კირ სტარმერი და დონალდ ტრამპი სატელეფონო საუბრისას შეთანხმდნენ, რომ ირანს არასდროს უნდა მიეცეს ბირთვული იარაღის შექმნის უფლება
დონალდ ტრამპი - დარტყმები იყო ძლიერი და ზუსტი. ჩვენმა სამხედროებმა დიდი ოსტატობა გამოავლინეს. გმადლობთ!
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელი აშშ-ის დარტყმების შემდეგ ირანის ბირთვულ ობიექტებზე განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს
ვოლოდიმირ ზელენსკი - გვაქვს მტკიცებულებები, რომ რუსები ევროპის ტერიტორიაზე ახალ სამხედრო ოპერაციებს ამზადებენ
არქივი