არჩილ გორდულაძე - ყველას მოვუწოდებთ, 26 მაისს რაიმე მავნებლობა გულშიც კი არ გაივლონ, ქვეყანა 2014 წლის უკრაინა არ არის, არ მიეცემათ შესაძლებლობა, სისხლიანი რევოლუცია მოაწყონ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
20 23 მაისი 2025, 12:07

ყველას მოვუწოდებთ, გულშიც კი არ გაივლონ 26 მაისს რაიმე მავნებლობა, კარგად იცოდნენ, ეს ქვეყანა 2014 წლის უკრაინა არ არის და არავის მიეცემა შესაძლებლობა, ქვეყანაში მსხვერპლის საფუძველზე სისხლიანი რევოლუცია მოაწყოს, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ყველა შესაბამისი სამსახური იმუშავებს, რომ მსგავსი მავნებლობები და დანაშაულები ძირშივე, ჩანასახშივე იყოს აღკვეთილი.

„26 მაისი ერთიანობისა და საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა. არავის აქვს უფლება, ქართველ ხალხს სახალხო ზეიმი მოსტაცოს. ყველას მოვუწოდებთ, გულშიც კი არ გაივლონ რაიმე მავნებლობა. კარგად იცოდნენ, ეს ქვეყანა 2014 წლის უკრაინა არ არის და არავის არ მიეცემა შესაძლებლობა, ქვეყანაში მსხვერპლის საფუძველზე სისხლიანი რევოლუცია მოაწყოს. ყველა შესაბამისი სამსახური იმუშავებს, რომ ასეთი მავნებლობები და დანაშაულები ძირშივე და ჩანასახშივე იყოს აღკვეთილი. ყველას შეუძლია, თავისი პოზიცია დააფიქსიროს, მაგრამ ისე, რომ სხვის უფლებებს არ შეეხოს, არ შელახოს. მიუხედავად იმისა, რომ მათთვის კარგად ნაცნობია სხვათა უფლებების შელახვა, მოვუწოდებ, ფრთხილად იყვნენ, კანონი დაიცვან და მავნებლობაზე საუბარს დაანებონ, სიტყვა – მსხვერპლის ხსენებასაც კი„, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახალხო დამცველმა საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში წლიური საპარლამენტო ანგარიში წარადგინა
პროკურატურამ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების გასაღების მიზნით,უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე 2 პირს ბრალდება წარუდგინა
ქობულეთის მუნიციპალიტეტში ჯილეხის შემთხვევა დადასტურდა - სურსათის ეროვნული სააგენტო დაავადების საწინააღმდეგო ღონისძიებებს ახორციელებს
პროფკავშირების თავმჯდომარის წარმომადგენელი: მაღაროელების ძირითადი მოთხოვნები უკვე დაკმაყოფილებულია და კოლექტიური ხელშეკრულების მეშვეობით მათი უფლებები მომავალშიც მაქსიმალურად იქნება დაცული
სომხეთის რესპუბლიკიდან შემოტანილი მოჭრილი ყვავილები უკან გაბრუნებას დაექვემდებარა
არქივი