თინა ბოკუჩავა - ზურაბიშვილისგან პასუხისმგებლიანი ნაბიჯი იქნებოდა არა ივანიშვილზე გადაბრალება, არამედ პასუხისმგებლობის აღება, გაეკეთებინა, რაც ხელეწიფებოდა, ეს იყო შეწყალების უფლება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
51 23 მაისი 2025, 12:14

სალომე ზურაბიშვილისგან პასუხისმგებლიანი ნაბიჯი იქნებოდა არა ივანიშვილზე გადაბრალება, არამედ პასუხისმგებლობის აღება, რომ გაეკეთებინა ის, რაც ხელეწიფებოდა, ეს იყო შეწყალების უფლება, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

ბოკუჩავამ კომენტარი გააკეთა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე, სადაც მან აღნიშნა: „არც ვნანობ და არც უარვყოფ, რასაც ვამბობდი სააკაშვილის შეწყალებაზე, მაგრამ ადამიანურად ძალიან მეცოდება, დღეს მისი გამოშვების საკითხი მთლიანად მიბმულია ამ რეჟიმის შეცვლასთან“.

მისივე შეფასებით, პასუხისმგებლობის არიდება მორიგი უპასუხისმგებლობაა.

„ჩემი ინტერესი არ არის ოპონირების რეჟიმში ყოფნა მათთან, ვინც ივანიშვილს ოპონირებს, მაგრამ კითხვას რადგან მისვამთ, არ შემიძლია, გულწრფელად არ გიპასუხოთ. ძალიან მარტივია პასუხისმგებლობის არიდება და გაცილებით რთულია პასუხისმგებლობის აღება ხანდახან ისეთ ნაბიჯებზე, რაც შენს შინაგან განწყობებს შეიძლება, ეწინააღმდეგებოდეს. პოლიტიკური ლიდერობა არის სწორედ პასუხისმგებლობის აღება. მისი მხრიდან პასუხისმგებლიანი ნაბიჯი იქნებოდა არა ივანიშვილზე გადაბრალება, ვინც ყველასთვის გასაგებია ვინ არის, ეს არის რუსი, რომელიც დასავლელ მიხეილ სააკაშვილს და ბევრ სხვას დევნის, არამედ ამ პასუხისმგებლობის აღება.  მისი მხრიდან ლიდერობა და პასუხისმგებლობის აღება იქნებოდა, რომ გაეკეთებინა ის, რაც ხელეწიფებოდა, ეს იყო კონსტიტუციით მისთვის მინიჭებული შეწყალების უფლება, რაც იქნებოდა ძალიან მნიშვნელოვანი განაცხადი, რაც, სამწუხაროდ, მან არ გამოიყენა, ამიტომ ვფიქრობ, ახლა პასუხისმგებლობის არიდება მორიგი უპასუხისმგებლობაა“, – აღნიშნა ბოკუჩავამ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მეუფე შიო - ჩვენი ლოცვა უნდა იყოს უბრალო გულით, არ არის საჭირო არანაირი ხელოვნურობა ლოცვის დროს, დაძაბვა, შეგვეწიოს უფალი, რომ მოვიპოვოთ ასეთი სიმდაბლე, მოვიხვეჭოთ სულიწმინდის მადლი
თამარ ჩერგოლეიშვილი ხაზარაძეზე: მისმა კოალიციამ მიიღო 190 ათას ხმამდე მგონი. 1900 კაცი მაინც რატომ ვერ გამოჰყავს ქუჩაში? ცოტათი თავმდაბლობას ხომ უნდა სძენდეს ადამიანს, როდესაც ასეთი კრახი დაგემართება
მერაბ დვალიშვილის ბრძოლას დონალდ ტრამპი დაესწრო
ტრამპი: ამიერიდან საპროტესტო აქციებზე ნიღბების ტარება აკრძალული იქნება. რა აქვს ამ ხალხს დასამალი?
ახალგაზრდა ქალმა მიუნხენის ცენტრში 56 წლის კაცი და 25 წლის ქალი დანით დაჭრა
არქივი