ლევან გაჩეჩილაძე: რუსეთის იმდროინდელი ელჩი, ეროსი კიწმარიშვილი იძახდა, რომ ომი დაიწყო მიხეილ სააკაშვილმა, ჩვენ შეიძლება მთლიანად ავცილებოდით ამ ომს, აფხაზეთის და ოსეთის აღიარებას და შეგვენარჩუნებინა ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
16 23 მაისი 2025, 14:40

სააკაშვილი ამ უაზრო ავანტიურაში ჩაერთო, დაუწყო ცხინვალს დაბომბვა და დამთავრდა ისე, როგორც დამთავრდა. საქართველომ, პრაქტიკულად, დაკარგა სახელმწიფოებრიობა, ისინი, ვინც ომი წამოიწყო, ყველა წითელ ხიდზე გაიქცა და ისევ ღირსეული ნაწილი შერჩა იმ ომს და არც იცოდა, რა გაეკეთებინა, - განაცხადა „ნაცმოძრაობის" რეჟიმის დროს ოპოზიციის ლიდერმა, ლევან გაჩეჩილაძემ, 2008 წლის ომზე საუბრისას, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე.

გაჩეჩილაძემ გაიხსენა რუსეთში საქართველოს იმდროინდელი ელჩის, ეროსი კიწმარიშვილის სიტყვები, რომ ომი მიხეილ სააკაშვილმა დაიწყო და საქართველოს შეეძლო, 2008 წლის ომს მთლიანად აცილებოდა, ისევე როგორც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთი აღიარებას.

"რუსეთის იმდროინდელი ელჩი, ეროსი კიწმარიშვილი იძახდა, რომ ომი დაიწყო მიხეილ სააკაშვილმა, ჩვენ შეიძლება მთლიანად ავცილებოდით ამ ომს, ავცილებოდით აფხაზეთის და ოსეთის აღიარებას და შეგვენარჩუნებინა ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა. მიუხედავად ამისა, ჩვენ ეს ყველაფერი დავკარგეთ, დავკარგეთ სოფლების უამრავი რაოდენობა და მივიღეთ ძალიან ბევრი დაჩაგრული დევნილები, ომის წაგებამ ჩვენ მეტი არაფერი მოგვიტანა, სახელმწიფოებრიობის დაკარგვის წკიპზე ვიყავით," - განაცხადა ლევან გაჩეჩილაძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
კანში დასვენების დროს ხვიჩა კვარაცხელიასა და ზურიკო დავითაშვილის სახლი გაქურდეს
მამუკა მდინარაძე - ჩვენ თუ ჩვენს სამშობლოში არ გადავწყვიტეთ ჩვენი გადასაწყვეტი, რამდენიმე ათწლეულში ერი აღარ იარსებებს! ამიტომ არის ქვეყნის დამოუკიდებლობა მთავარი პრიორიტეტი! დამოუკიდებლობა ყველასგან!
პროკურატურამ მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის მეუფე გიორგი ჯამდელიანის განცხადების საფუძველზე, რომ მისი განზრახ მკვლელობა მზადდებოდა, გამოძიება დაიწყო
მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი - ჩემს მკვლელობას ამზადებდნენ - ეს პიროვნება მთავრობის წევრი, უშიშროების უწყების წარმომადგენელია
შემოსავლების სამსახური - საერთაშორისო სანქციების დაწესების დღიდან, საქართველო სრულად იცავს დადგენილ წესებს - ამ მიმართულებით უსაფუძვლო ბრალდებების კიდევ ერთი ტალღის აგორება, მორიგი დაკვეთის შესრულებაა
არქივი