ლევან გაჩეჩილაძე 2011 წლის 26 მაისზე: ცემის მერე ვიყავი გათიშული. შუათანა შვილს სამი ტყვია მოხვდა სახეში, უფროსი შვილი დაიჭირეს. დაიჭირეს ჩემი ძმა. ბიძინა გეგიძეს ცემით ორივე ყურის ბარაბანი გაუხეთქეს და დააგდეს სასაფლაოზე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
33 23 მაისი 2025, 14:43

პარლამენტის ყოფილმა წევრმა, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან გაჩეჩილაძემ, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, 2011 წლის 26 მაისის დარბევის ფაქტზე ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, ის ცემისგან გაითიშა, ერთ შვილს 3 რეზინის ტყვია ესროლეს სახეში, უფროსი შვილი და მისი ძმა, გიორგი გაჩეჩილაძე დაიჭირეს, ხოლო ბიძინა გეგიძეს ცემით ორივე ყურის ბარაბანი გაუხეთქეს და ხელ-ფეხ შეკრული დააგდეს სასაფლაოზე.

„26 მაისზე ორ სიტყვას გეტყვით. პირველი შემთხვევა იყო, სადაც გასასვლელი არ დატოვეს და სადაც უნდოდათ დაღვრილიყო იმდენი სისხლი, რამდენიც იმაზე მეტი იყო, რაც საჭირო იყო. მე ორ შვილთან ერთად ვიყავი. პირადად მე ჩხუბის და ცემის მერე ვიყავი გათიშული, გაზებისგან და ცემისგან და ჩემმა ბიჭებმა მხატვრის სახლის ეზოში შემიყვანეს და იქ პირველ სართულზე მცხოვრებმა ერთ-ერთმა ოჯახმა შემიფარა თავის სარდაფში. ასე რომ მე ვერ მიპოვეს, ჩემ შუათანა შვილს სამი ტყვია მოხვდა სახეში, ისიც შეიფარა გვერდზე კორპუსში ოჯახმა და რამდენიმე ადამიანიც შეიფარა იმ ოჯახმა.

უფროსი შვილი, რომელმაც მოახერხა გარღვევა მხატვრის სახლის, ის დაიჭირეს და წაიყვანეს პოლიციაში, მაგრამ რომ გაიგეს ჩემი შვილი იყო, სხვასთან შედარებით ადრე გამოუშვეს. დაიჭირეს ჩემი ძმა, დაიჭირეს ბიძინა გეგიძე, რომელსაც ცემით ორივე ყურის ბარაბანი გაუხეთქეს და ხელ-ფეხ შეკრული დააგდეს სასაფლაოზე და იქ, რომ არა ერთ-ერთი სასაფლაოს მომვლელი, ის იქიდან ვერც გამოვიდოდა. მეორეჯერ მკვდარს დაგაგდებთო უთხრეს“, - განაცხადა ლევან გაჩეჩილაძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ბიზნესი ამბობს, რომ სამუშაო ძალის დეფიციტია და ამიტომ ასაქმებს უცხოელებს, მაგრამ ძირითადად დამსაქმებლის მთავარი მამოტივირებელი მათთვის დაბალი ანაზღაურების შეთავაზებაა“ - რაისა ლიპარტელიანი
„ხალხის ძალა“ - საქართველოში ევროკავშირს წარმოადგენს ადამიანი, რომელიც სრულად დაცლილია იმ ევროპული ღირებულებებისგან, რასაც უნდა წარმოადგენდეს
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მთელი მსოფლიოს მასშტაბით აშშ-ის მოქალაქეებს მეტი სიფრთხილისკენ მოუწოდებს
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი - ირანი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს რუსეთთან კონსულტაციებს
დონალდ ტრამპი - ტერმინ „რეჟიმის შეცვლის“ გამოყენება არაპოლიტკორექტულია, მაგრამ თუ ირანის რეჟიმს არ შეუძლია ირანის ხელახლა დიდებულად ქცევა, რატომ არ უნდა მოხდეს რეჟიმის შეცვლა?
არქივი