ლევან გაჩეჩილაძე: ელჩებისგან იგრძნობოდა, ყველაფერს უთეთრებდნენ სააკაშვილს, არჩევნების გამარჯვების მოლოცვა თეთრი სახლიდან იმ დღეს მოხდა, როდესაც ჯერ არ ჰქონდა ცესკო-ს გამოცხადებული, ვინ მოიგო. ნახევარ საათში მოჰყვა პუტინის მოლოცვაც
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
37 23 მაისი 2025, 14:46

ინტენსიური შეხვედრები მქონდა აშშ-ის ელჩთან და სხვადასხვა ქვეყნის ელჩებთან და პირდაპირ იგრძნობოდა, რომ ისინი ოპოზიციის მხარეს არ იყვნენ და თავიდან ბოლომდე, ყველაფერს უთეთრებდნენ სააკაშვილს, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" რეჟმის დროს, ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან გაჩეჩილაძემ, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.

მან ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ თეთრმა სახლმა, 2008 წლის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიხეილ სააკაშვილს მანამდე მიულოცა, სანამ ცესკო ოფიციალურ შედეგებს გამოაცხადებდა, აშშ-ის მაშინდელი პრეზიდენტის, ჯორჯ ბუშის მილოცვას კი მალევე რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მილოცვაც მოჰყვა.

„არჩევნების გამარჯვების მოლოცვა თეთრი სახლიდან იმ დღეს მოხდა, როდესაც ჯერ კიდევ არ ჰქონდა ცესკო-ს, ლევან თარხნიშვილს, არ ჰქონდა გამოცხადებული ვინ მოიგო და ვინ წააგო ოფიციალურად და სხვათა შორის, ეს იყო ბუშის მოლოცვა, რომელსაც ნახევარ საათში მოჰყვა პუტინის მოლოცვაც. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია, იმიტომ, რომ იქ არაფორმალური სერიოზული ხიდები იყო რუსეთთან - ესეც მსმენია." - აღნიშნა ლევან გაჩეჩილაძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დონალდ ტრამპი - ტერმინ „რეჟიმის შეცვლის“ გამოყენება არაპოლიტკორექტულია, მაგრამ თუ ირანის რეჟიმს არ შეუძლია ირანის ხელახლა დიდებულად ქცევა, რატომ არ უნდა მოხდეს რეჟიმის შეცვლა?
დაუნინგ სთრითი - კირ სტარმერი და დონალდ ტრამპი სატელეფონო საუბრისას შეთანხმდნენ, რომ ირანს არასდროს უნდა მიეცეს ბირთვული იარაღის შექმნის უფლება
დონალდ ტრამპი - დარტყმები იყო ძლიერი და ზუსტი. ჩვენმა სამხედროებმა დიდი ოსტატობა გამოავლინეს. გმადლობთ!
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელი აშშ-ის დარტყმების შემდეგ ირანის ბირთვულ ობიექტებზე განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს
ვოლოდიმირ ზელენსკი - გვაქვს მტკიცებულებები, რომ რუსები ევროპის ტერიტორიაზე ახალ სამხედრო ოპერაციებს ამზადებენ
არქივი