არჩილ გორდულაძე „ალდეს“ განცხადებაზე: რას გმობს ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ ჩვენ ნამდვილად ვგმობთ ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევას. ტყუილების ლაპარაკს თავი დაანებოს მოვუწოდებდით
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
39 23 მაისი 2025, 14:54

„ალდეს“ წარმომადგენელი რას გმობს ნამდვილად არ ვიცი და ტყუილების ლაპარაკს თავი დაანებოს მოვუწოდებდით, მაგრამ ჩვენ ნამდვილად ვგმობთ ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევას, - ასე გამოეხმაურა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე ალდეს პოლიტიკური ჯგუფის განცხადებას, რომელიც ზურაბ გირჩი ჯაფარიძის დაკავებას ეხება.

„ადამიანი ამბობს, რომ დიპლომატიური წარმომადგენლობის წევრებს, მათ თანამშრომლებს არ ჰქონდათ შესაძლებლობა, რომ დასწრებოდნენ პროცესს, რაც არის აბსოლუტური ტყუილი. ცალკე განხილვის საგანია რა უნდა დიპლომატს ან დიპლომატიური წარმომადგენლობის წევრს სასამართლო პროცესზე. ეს ძალიან ჰგავს სასამართლოს დამოუკიდებლობასა და მის მიუკერძოებლობაზე ზემოქმედების მცდელობას. რასაც თავის ქვეყანაში აკეთებენ, ჩვენ ნუ მიგვითითებენ და გვეუბნებიან, რომ ეს მიუღებელია და ეს არის დემოკრატიული უკუსვლა“, - განაცხადა გორდულაძემ.

ალდეს პოლიტიკური ჯგუფი, გირაოს გადაუხდელობის გამო ზურაბ გირჩი ჯაფარიძის დაკავებას გმობს. ქართული ოპოზიციის უცხოელი მოკავშირეები ჯაფარიძის გათავისუფლებას და ბრალის მოხსნას ითხოვენ. განცხადებაში ნათქვამია, რომ სასამართლო პროცესი დახურული ფორმატით ჩატარდა, დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები კი სხდომას ვერ დაესწრნენ. თუმცა კადრებში ჩანს, რომ სასამართლო პროცესი საჯაროა, საელჩოს წარმომადგენლები, სხდომათა დარბაზში იმყოფებიან.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სინოპტიკოსების პროგნოზით, 24 ივნისს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ხოლო 25-26 ივნისს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი
პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე კიდევ ერთხელ დაიბარებენ
რომეო მიქაუტაძეს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა
დავით ბაქრაძე: NGO-ების აშშ-ში ვიზიტისას, მიწევდა ძალისხმევა, რომ მათი საჯარო განხილვებისას, რასაც ისაუბრებდნენ, გამექარწყლებინა - ეს იყო ძირითადად „საერთაშორისო გამჭვირვალობა“, „საია“ „ISFED”, რომლებსაც თავიანთი დღის წესრიგი ჰქონდათ
ალექსანდრე დარახველიძე ალან ყაყიტაშვილის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით: მოვუწოდებთ დაინტერესებულ პირებს, დაელოდონ გამოძიებას და თავი შეიკავონ ცრუ და გადაუმოწმებელი ინფორმაციების გავრცელებისგან
არქივი