ლევან გაჩეჩილაძე - 2008 წლის 5 იანვარს საპრეზიდენტო არჩევნები იყო, როგორც ოპოზიციის კანდიდატი ბრიფინგის ჩასატარებლად გამოვედი, ჟურნალისტები ადგნენ და წავიდნენ, ასეთი იყო მათი დემოკრატია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
49 23 მაისი 2025, 15:16

მინდა, ჟურნალისტების გასაგონად ვთქვა, 2008 წლის 5 იანვარს საპრეზიდენტო არჩევნები იყო, როგორც ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატმა ბრიფინგის ჩასატარებლად რომ გამოვედი, ყველა, აბსოლუტურად ყველა ჟურნალისტი ადგა, აიღეს თავისი კამერები, ზურგი შემაქციეს და წავიდნენ, იმ დღეს საზოგადოებას ვერაფერი ვუთხარი, – ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა წევრმა, 2007 წელს ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან გაჩეჩილაძემ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ასეთი იყო მაშინდელი ხელისუფლების დემოკრატია.

„მინდა, ჟურნალისტების გასაგონად ვთქვა, 2008 წლის 5 იანვარს საპრეზიდენტო არჩევნები იყო, როგორც წესი ამ დღეს პრეზიდენტობის კანდიდატმა ბრიფინგი უნდა გამართოს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებზე. რამდენიმე ტელევიზია იყო მოსული. ბრიფინგის ჩასატარებლად რომ გამოვედი, შეიძლება, ეს დადგმულიც იყო, ყველა, აბსოლუტურად ყველა ჟურნალისტი ადგა, აიღეს თავისი კამერები, ზურგი შემაქციეს და წავიდნენ. იმ დღეს საზოგადოებას ვერაფერი ვუთხარი, იმიტომ რომ ოპოზიციის სალაპარაკო ადგილი არსად იყო. მეტიც, დარბაზში გვინდოდა შესვლა და დარბაზებსაც არ გვითმობდნენ, რომ არ შევკრებილიყავით. ეს იყო მათი დემოკრატია. ახალგაზრდებს მინდა, მივმართო. ჩვენი ახალგაზრდული მოძრაობის ლიდერი შოთიკო იამანიძე, პატარა ბიჭი იყო, რომელიც ქუჩაში გააჩერეს, ნარკოტიკი გაუკეთეს, ძალით გაბოჭეს, ნარკოტიკი გაუკეთეს, კაცი სიგარეტს არ ეწეოდა, ნარკოტიკის მოხმარება – გასაღების გამო ციხეში გაუშვეს. ეს იყო მაშინდელი დემოკრატია, შესაბამისად, დღეს მიმდინარე მოვლენები იმდენად აბსურდული და გაუგებარია ჩემთვის, რომ ძალიან რთულია ამის წარმოდგენა“, – განაცხადა ლევან გაჩეჩილაძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ტრამპი აცხადებს, რომ არ სურს ისრაელს მოსთხოვოს ირანის წინააღმდეგ დარტყმების შეწყვეტა
„ნიუ იორკ თაიმსი“ - დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ „ამერიკის ხმის“ 600-ზე მეტ თანამშრომელს გათავისუფლების შესახებ შეტყობინებები გაუგზავნა
ნიკოლ ფაშინიანი - ერდოღანთან განვიხილეთ სომხეთ-თურქეთის ურთიერთობების ნორმალიზების პროცესი, რეგიონული მოვლენები, სომხეთი რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობის დამყარების ერთგული რჩება
რეჯეფ თაიფ ერდოღანი სტამბოლში ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა
თეირანსა და ყუმის პროვინციაში, სადაც გამაგრებული ბირთვული ობიექტი „ფორდო“ მდებარეობს, 5.22 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა
არქივი