„ქართულმა ოცნებამ“ ამ პირობებში რომ დანიშნოს არჩევნები, არ მგონია, რომ განსხვავებული შედეგი მივიღოთ, ვიდრე მივიღეთ წინარე არჩევნებზე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
31 24 მაისი 2025, 11:33
 ჩემი აზრით, ლოგიკური ამბავია, რომ დღეს, „ქართულმა ოცნებამ“ ამ პირობებში რომ დანიშნოს არჩევნები არ მგონია, რომ განსხვავებული შედეგი მივიღოთ, ვიდრე მივიღეთ წინარე არჩევნებზე. მე ასეთი მოლოდინი მაქვს, - განაცხადა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ცოტნე კობერიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, გადაცემაში „აქტუალური თემა“, რითაც უპასუხა წამყვანის კითხვას „რომ დანიშნოს ახალი არჩევნები ხელისუფლებამ განსხვავებულ შედეგებს მიიღებს ოპოზიცია?“

„მე ყოველთვის ვამბობ, რომ როცა ხელისუფლებაში არსებობს მსგავსი ტიპის ხელისუფლებები და საქართველოში ისე ტარდება არჩევნები, როგორც ტარდება, ან ისეთი სასწაული ტიპის უპირატესობა უნდა გქონდეს, არა მხოლოდ უპირატესობა, არამედ უდიდესი უპირატესობა, რომ თითქმის რევოლუციური ფონით იგებ, ანუ, არჩევნები ამის გაფორმებაა. თუ ამ ფორმით ტარდება როგორიც ტარდება, ბიძინა ივანიშვილს აქვს იმხელა უპირატესობა იმიტომ, რომ ხელისუფლების ნაწილია, ამ შტოებს იყენებს და პარტიის ნაწილია მთელი ბიუჯეტი და ყველაფერი, რომ განსხვავებული შედეგი არ დაფიქსირდება, ვიდრე 2024-ში იყო“-აღნიშნა კობერიძემ.

მან, ასევე, ისაუბრა მის გადაწყვეტილებაზე ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე მონაწილეობის მიღებასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ მას არ აქვს მოლოდინი, ხალხი დააჯერონ, რომ ამ არჩევნებით რაღაც შეიცვლება.

„საკრებულოს არჩევნებთან მიმართებაში მე იმიტომ დავაფიქსირე ჩემი ასეთი მკაფიო პოზიცია რომ არ გავდივარ, რომ მაგის მოლოდინი არ მაქვს, რომ ამ ქვეყანაში ხალხს დავაჯერებთ და ვეტყვით, რომ ახლა, ამ არჩევნებით რაღაცას შევცვლით. ამ ხალხთან ურთიერთობას და კომუნიკაციას სჭირდება დრო, უკეთესად მოქცევა, უკეთესი პოლიტიკა და მეტი საუბარი. ჩემი განაცხადი თვითმმართველობის არჩევნებზე გავაკეთე იმიტომ, რომ თვითმმართველობის არჩევნებთან მიმართებაში მე უნდა ვიყო გულწრფელი. თუ გადიხარ, კამპანიას ახლავე უნდა იწყებდე. ჯობია იყო მკაფიო და ახლავე თქვა. ან ადამიანს უნდა დააჯერო, რომ არჩევნებს აზრი აქვს და ამაზე უნდა იმუშაო, ან თვითმმართველობის არჩევნებზე ისედაც ძალიან დაბალია მოსვლა და რთულია, ხალხს დააჯერო, რომ [რაღაც] შეიცვლება,“ - განაცხადა ცოტნე კობერიძემ.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
კანში დასვენების დროს ხვიჩა კვარაცხელიასა და ზურიკო დავითაშვილის სახლი გაქურდეს
მამუკა მდინარაძე - ჩვენ თუ ჩვენს სამშობლოში არ გადავწყვიტეთ ჩვენი გადასაწყვეტი, რამდენიმე ათწლეულში ერი აღარ იარსებებს! ამიტომ არის ქვეყნის დამოუკიდებლობა მთავარი პრიორიტეტი! დამოუკიდებლობა ყველასგან!
პროკურატურამ მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის მეუფე გიორგი ჯამდელიანის განცხადების საფუძველზე, რომ მისი განზრახ მკვლელობა მზადდებოდა, გამოძიება დაიწყო
მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი - ჩემს მკვლელობას ამზადებდნენ - ეს პიროვნება მთავრობის წევრი, უშიშროების უწყების წარმომადგენელია
შემოსავლების სამსახური - საერთაშორისო სანქციების დაწესების დღიდან, საქართველო სრულად იცავს დადგენილ წესებს - ამ მიმართულებით უსაფუძვლო ბრალდებების კიდევ ერთი ტალღის აგორება, მორიგი დაკვეთის შესრულებაა
არქივი