უნგრეთის პრეზიდენტი ტომაშ შუიოკი საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
47 24 მაისი 2025, 18:20

უნგრეთის პრეზიდენტი ტომაშ შუიოკი საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

მისალოც წერილში ტომაშ შუიოკი ყურადღებას ამახვილებს ქვეყნებს შორის არსებულ მჭიდრო პარტნიორობაზე და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს უნგრეთის მტკიცე და ურყევ მხარდაჭერაზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ.

„ძვირფასო ბატონო პრეზიდენტო!

ნება მიბოძეთ, გამოვხატო პატივისცემა და საუკეთესო სურვილები საქართველოს ეროვნულ დღესასწაულთან - დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით.

უნგრეთი კვლავაც მზადაა ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული მეგობრული თანამშრომლობისთვის, ურთიერთხელსაყრელი განვითარებისა და ახალი მიმართულებების გაფართოებისთვის.

გარწმუნებთ, რომ უნგრეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს საერთაშორისო დონეზე აღიარებულ საზღვრებში.

ნება მომეცით, კვლავ დაგიდასტუროთ ჩემი გულწრფელი პატივისცემა,“ - ნათქვამია მისალოც წერილში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
კანში დასვენების დროს ხვიჩა კვარაცხელიასა და ზურიკო დავითაშვილის სახლი გაქურდეს
მამუკა მდინარაძე - ჩვენ თუ ჩვენს სამშობლოში არ გადავწყვიტეთ ჩვენი გადასაწყვეტი, რამდენიმე ათწლეულში ერი აღარ იარსებებს! ამიტომ არის ქვეყნის დამოუკიდებლობა მთავარი პრიორიტეტი! დამოუკიდებლობა ყველასგან!
პროკურატურამ მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის მეუფე გიორგი ჯამდელიანის განცხადების საფუძველზე, რომ მისი განზრახ მკვლელობა მზადდებოდა, გამოძიება დაიწყო
მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი - ჩემს მკვლელობას ამზადებდნენ - ეს პიროვნება მთავრობის წევრი, უშიშროების უწყების წარმომადგენელია
შემოსავლების სამსახური - საერთაშორისო სანქციების დაწესების დღიდან, საქართველო სრულად იცავს დადგენილ წესებს - ამ მიმართულებით უსაფუძვლო ბრალდებების კიდევ ერთი ტალღის აგორება, მორიგი დაკვეთის შესრულებაა
არქივი