ბაქოში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო კონცერტი გაიმართა და ჰეიდარ ალიევის ცენტრი საქართველოს დროშის ფერებში განათდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
24 25 მაისი 2025, 09:48

ბაქოში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო კონცერტი გაიმართა და ჰეიდარ ალიევის ცენტრი საქართველოს დროშის ფერებში განათდა.

ჰეიდარ ალიევის ცენტრში გამართულ კონცერტს საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე, აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავმჯდომარე საჰიბა გაფაროვა, კულტურის მინისტრი ადილ კარიმლი, მინისტრის მოადგილე მურად ჰუსეინოვი, აზერბაიჯანის პრეზიდენტის წარმომადგენელი მუხთარ ბაბაევი, საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილე გიორგი მირცხულავა, საქართველოს პარლამენტის წევრები ზაზა ლომინაძე და ირაკლი ქადაგიშვილი დაესწრნენ.

სიტყვით გამოსვლისას საქართველოს კულტურის მინისტრმა აზერბაიჯანის ხელისუფლების წარმომადგენლებს და ხალხს აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის დღე მიულოცა, რომელიც 28 მაისს აღინიშნება.

თინათინ რუხაძემ ხაზი გაუსვა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის მრავალსაუკუნოვან მეგობრულ და მჭიდრო კულტურულ კავშირებს.

„ჩემთვის პატივია საქართველოს კულტურა წარმოვადგინო როგორც მინისტრმა. ასევე მინდა იცოდეთ, რომ ჩემთვის, როგორც რიგითი ქართველისთვის, ძალიან დიდი პატივია ვიდგე ამ სცენაზე, დარბაზში, რომელიც ატარებს ჰეიდარ ალიევის სახელს და თანამედროვე აზერბაიჯანის კულტურული სიმბოლოა. საქართველო და აზერბაიჯანი საუკუნეთა მანძილზე ინარჩუნებდნენ მჭიდრო კულტურულ კავშირებს და ტრადიციებს. ჩვენ დღესაც ვართ ორი მეზობელი და მეგობარი ქვეყანა, გვერდიგვერდ ვდგავართ და ამ ურთიერთობების, კულტურული დიალოგისა და მემკვიდრეობის დაცვის სადარაჯოზე ვართ.

დღევანდელ კონცერტს განსაკუთრებული სიყვარულით ვამზადებდით. მინდა წარვადგინო მაესტრო ნიკა ნიკვაშვილი და ის დიდი გუნდი, რომელიც მას ზურგს უმაგრებს. ეს არის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სიმფონიური ორკესტრი და ბენდის წევრები, არაჩვეულებრივი ქართველი მუსიკოსები და ის არაჩვეულებრივი გუნდი, რომელთან ერთადაც მაესტრომ, როგორც მუსიკალურმა ხელმძღვანელმა დღევანდელი დღისთვის სპეციალურად მოამზადა ეს პროგრამა. ვფიქრობ, ჩემს კოლეგასთან, ბატონ ადილთან ერთად კიდევ მოვახერხებთ სულ სხვა ტიპის საერთო პროექტებით გაგახაროთ როგორც ქართველი, ისე აზერბაიჯანელი მაყურებელი“, - განაცხადა კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ.

საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ზურაბ პატარიძემ.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო კონცერტზე ანსამბლმა „შვიდკაცამ“ საქართველოსა და აზერბაიჯანის ჰიმნები შეასრულა. კონცერტზე ასევე წარდგნენ ნიკა ნიკვაშვილი ორკესტრისა და ბენდის თანხლებით, მომღერლები ლიზა ბაგრატიონი, მანანა თოდაძე, კონსტანტინე ყიფიანი და ოთო ბაზერაშვილი.

26 მაისს, ბაქოს ოლიმპიური სტადიონი საქართველოს დროშის ფერებში განათდება.

აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებები საქართველოს კულტურის სამინისტროს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებითა და ჰეიდარ ალიევის ფონდის მხარდაჭერით გაიმართა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ელენე ხოშტარია მამუკა ხაზარაძეს - რადგან დისკუსია გახსნილია, დიდი პატივისცემით და პარტნიორული სულისკვეთებით გთავაზობთ, დავსხდეთ, ვიმსჯელოთ პირდაპირ ეთერში, რომელშიც გინდათ, როცა გინდათ
მამუკა ხაზარაძე - გახსოვთ, გაიფიცა მცირე და საშუალო ბიზნესი, ისევე როგორც ორჯერ შევიკრიბეთ „ალტერნატიული პარლამენტის“ ფორმატში, მაგრამ ორივე მოკვდა, ვიღაც უშლის ამას ხელს, ყველაფერი ბიძინას კი არ უნდა დააბრალო
თამარ ჩერგოლეიშვილი - მამუკა ხაზარაძეს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობით მთავარი ოპოზიციური ძალის სტატუსის მიღება სურს
დონალდ ტრამპი - ილონ მასკს სრულიად აქვს გონება დაკარგული
ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა მაისის თვეში სამართალდარღვევის 86 ფაქტი გამოავლინეს
არქივი