კანის 78-ე კინოფესტივალის ოქროს პალმის რტო ირანელი რეჟისორის ფილმს მიანიჭეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
20 25 მაისი 2025, 10:32

კანის 78-ე კინოფესტივალის ოქროს პალმის რტო ირანელი რეჟისორის ჯაფარ პანაჰის ფილმს „უბრალო შემთხვევითობა“ მიენიჭა.

გრან-პრი დანიელი რეჟისორის იოაკიმ ტრიერის სურათს „სენტიმენტალური ღირებულება“ ერგო. პრიზი საუკეთესო რეჟისურისთვის ბრაზილიელ კლებერ ნედონსა დილიოს გადაეცა, ფილმისთვის „საიდუმლო აგენტი“. ჯილდო საუკეთესო სცენარისთვის ჟან-პიერ დარდენსა და ლიუკ დარდენს მიენიჭათ, ფრანგულ-ბელგიური ფილმისთვის „ახალგაზრდა დედები“.

საუკეთესო მსახიობ კაცად ბრაზილიელი ვაგნერ მოურა აღიარეს („საიდუმლო აგენტი“), საუკეთესო ქალი მსახიობი კი ნადია მელიტი გახდა („უმცროსი და“).

ჟიურის პრიზი ფრანგი რეჟისორის ოლივერ ლაშეს ნამუშევარს „სირატი“ და გერმანელი მაშა შილინსკის “დაცემის ხმას“ გადაეცათ.

2025 წელს კანის კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში 22 ფილმი მონაწილეობდა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
რუსეთმა ოპერაცია „ობობას ქსელის“ საპასუხო დარტყმები დაიწყო
თბილისის მერიის ცნობით, გლდანში, სანდრო ახმეტელის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოების გამო ავტოტრანსპორტის გადაადგილების სქემა იცვლება
ირაკლი ქადაგიშვილი ნაჩო სანჩესის განცხადებაზე: საინფორმაციო აყალმაყალის მოწყობა უნდათ. უპასუხისმგებლო განცხადებებს აკეთებენ
რუსეთმა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ზაპოროჟიეს ელექტროსადგურზე შენახული ამერიკული საწვავის საკითხთან დაკავშირებით შუამავლობა სთხოვა
მამუკა ხაზარაძე ელენე ხოშტარიას - მზად ვარ შეხვედრისა და დიალოგისთვის, საუბარი უნდა შედგეს პრეზიდენტის პლატფორმაზე ოთხივე ბარიერგადალახული კოალიციის მონაწილეობით
არქივი