შალვა პაპუაშვილი: როგორც მელიას შემთხვევაში, ახლაც, სტრასბურგის გადაწყვეტილებამდე, ლიეტუვის ხელისუფლება გააგრძელებს საქართველოს რეპუტაციის დაზიანებას, ხოლო სტრასბურგი რომ უსაფუძვლო თავდასხმაში ამხელს, ბოდიშსაც არ მოიხდის
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
29 25 მაისი 2025, 13:22

როგორც მელიას შემთხვევაში, სტრასბურგის გადაწყვეტილებამდე, ლიეტუვის ხელისუფლება გააგრძელებს საქართველოს რეპუტაციის დაზიანებას, ხოლო სტრასბურგი რომ უსაფუძვლო თავდასხმაში ამხელს, ბოდიშსაც არ მოიხდის, - წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში.

როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, სამწუხაროდ ლიეტუვის საელჩო ბოდიშსაც არ მოიხდის.

„18.02.2021 - ლიეტუვის ელჩი, მისივე თქმით, სოლიდარობის გამოსახატავად მივიდა ნაციონალური მოძრაობის მთავარ ოფისში, სადაც, პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის მიზნით, გამაგრებული იყო ნიკა მელია, რომელმაც გირაოს გადახდაზე უარი თქვა, რის გამოც სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ამ დღიდან გავა 3 წელი და სტრასბურგი იტყვის რომ წინასწარი პატიმრობა კანონიერი იყო, ხოლო ლიეტუვის ელჩი ან არაკომპეტენტური, ან ექსტრემისტი პოლიტიკოსის წამხალისებელი.

24.05.2025 - ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გმობს ზურაბ ჯაფარიძის დაკავებას, რომელმაც გირაოს გადახდაზე უარი თქვა, რის გამოც სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. იმედი მაქვს, რომ ჯაფარიძეც სტრასბურგს მიმართავს, იმიტომ, რომ გავა ისევ 3 წელი და სტრასბურგი აუცილებლად იტყვის, რომ პატიმრობა კანონიერი იყო, ხოლო ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო ან არაკომპეტენტური, ან ექსტრემისტი პოლიტიკოსის წამხალისებელი.

ერთია ოღონდ, ისევე როგორც მელიას შემთხვევაში, სტრასბურგის გადაწყვეტილებამდე, ლიეტუვის ხელისუფლება გააგრძელებს საქართველოს რეპუტაციის დაზიანებას, ხოლო სტრასბურგი რომ უსაფუძვლო თავდასხმაში ამხელს, ბოდიშსაც არ მოიხდის“, - წერს პაპუაშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
კანში დასვენების დროს ხვიჩა კვარაცხელიასა და ზურიკო დავითაშვილის სახლი გაქურდეს
მამუკა მდინარაძე - ჩვენ თუ ჩვენს სამშობლოში არ გადავწყვიტეთ ჩვენი გადასაწყვეტი, რამდენიმე ათწლეულში ერი აღარ იარსებებს! ამიტომ არის ქვეყნის დამოუკიდებლობა მთავარი პრიორიტეტი! დამოუკიდებლობა ყველასგან!
პროკურატურამ მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის მეუფე გიორგი ჯამდელიანის განცხადების საფუძველზე, რომ მისი განზრახ მკვლელობა მზადდებოდა, გამოძიება დაიწყო
მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი - ჩემს მკვლელობას ამზადებდნენ - ეს პიროვნება მთავრობის წევრი, უშიშროების უწყების წარმომადგენელია
შემოსავლების სამსახური - საერთაშორისო სანქციების დაწესების დღიდან, საქართველო სრულად იცავს დადგენილ წესებს - ამ მიმართულებით უსაფუძვლო ბრალდებების კიდევ ერთი ტალღის აგორება, მორიგი დაკვეთის შესრულებაა
არქივი