შიდა ქართლის პოლიციამ ავტომობილის ქურდობაში ბრალდებული დააკავა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
31 25 მაისი 2025, 13:24

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შსს-ის შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ- სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, წარსულში არაერთგზის ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, 2001 წელს დაბადებული გ.ჯ. ავტომობილის ქურდობის ბრალდებით დააკავეს. მათივე ცნობით, დანაშაული 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული უკანონოდ დაეუფლა მოქალაქის კუთვნილ ავტომობილს, რომელიც მეპატრონემ შესაკეთებლად ავტოსახელოსნოში დატოვა. ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. ჩატარებული პირადი ჩხრეკის შედეგად გ.ჯ-ს თან აღმოაჩნდა მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული „BMW X6"-ის მარკის ავტომობილის გასაღები, ხოლო საგამოძიებო ექსპერიმენტის შედეგად მან თბილისში არსებულ ერთ-ერთ ლოკაციაზე მიუთითა, სადაც გატაცებულ ავტომობილს მალავდა. სამართალდამცველებმა უკანონოდ მისაკუთრებული ავტომობილი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

სატრანსპორტო საშუალების ქურდობის ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, - წერია ინფორმაციაში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
23 ივნისს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოსთან დაკავშირებით სამ საკითხზე იმსჯელებენ: დეზინფორმაცია ევროკავშირის წინააღმდეგ, სანქციების შემოღების შესაძლებლობა და უვიზო მიმოსვლის საკითხი
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს არ აქვს მტკიცებულება, რომ ბირთვული იარაღის შექმნის ირანული პროგრამა აქტიურია
გიორგი სოსიაშვილი მიქაუტაძის დაკავებაზე: ნებისმიერი ადამიანი, მოქმედი თუ ყოფილი თანამდებობის პირი, არის თანასწორუფლებიანი კანონის წინაშე
ევროპის ქვეყნებში თუკი საგამოძიებო კომისიაზე არ გამოცხადდება ადამიანი და დაუმორჩილებლობას გამოუცხადებს, იქ უნდა დაისაჯოს და ჩვენთან, საქართველოში, თითქოს ეს ჩვეულებრივი ამბავია
ყველა იმ ადამიანმა, ვინც უარი თქვა საკანონმდებლო ორგანოში და საგამოძიებო კომისიაზე გამოცხადებაზე, თვითონ აირჩია კანონისადმი უპატივცემულობა და შესაბამისად, თვითონ განსაზღვრეს, რომ მიეღოთ შესაბამისი სასჯელი
არქივი