ბაჩიაშვილის საქმე უბრალოდ კომიკურია. ამ ბატონის ფიგურა, მისი წარსული და მისი აწმყო რომ განვიხილოთ, პირველ რიგში საქმე გვაქვს თაღლითობასთან
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
23 27 მაისი 2025, 18:34
ბაჩიაშვილის საქმე უბრალოდ კომიკურია, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი კირცხალიამ გიორგი ბაჩიაშვილის საქმეზე საუბრისას.

„ამ ბატონის ფიგურა, მისი წარსული და მისი აწმყო რომ განვიხილოთ, პირველ რიგში საქმე გვაქვს თაღლითობასთან. ის არის ჩვეულებრივი თაღლითი ამაზე მსჯავრდებულიც არის, შემდეგ გაპარვა ნახა ყველამ, ახლა ვნახეთ, რომ სამშობლოში დაბრუნდა. ეს მიუთითებს იმას, რასაც დიდი ხანია ვსაუბრობთ და ძალიან კარგად იციან ჩვენმა მეგობრებმაც ქვეყნის გარეთ და საზოგადოებამ ქვეყნის შიგნით, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები არის მოწოდების სიმაღლეზე. თითოეული ფაქტი და ჩვენი გადადგმული ნაბიჯი ამას ცხადყოფს. რაც შეეხება სპეკულაციებს ბაჩიაშვილის მიმართ, უბრალოდ სასაცილოა. ადამიანი, რომელიც თურმე პირდაპირ ასრულებდა დავალებებს და ოდითგანვე იყო ინსტრუმენტი იმ ბინძური ძალის ხელში, რომელიც ასობით მილიონს ხარჯავდა ამ უსამშობლოებში, რომ შემდეგ ის საშინელება გვენახა რუსთაველის ქუჩაზე“, - აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მამუკა მდინარაძე - ჩვენ თუ ჩვენს სამშობლოში არ გადავწყვიტეთ ჩვენი გადასაწყვეტი, რამდენიმე ათწლეულში ერი აღარ იარსებებს! ამიტომ არის ქვეყნის დამოუკიდებლობა მთავარი პრიორიტეტი! დამოუკიდებლობა ყველასგან!
პროკურატურამ მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის მეუფე გიორგი ჯამდელიანის განცხადების საფუძველზე, რომ მისი განზრახ მკვლელობა მზადდებოდა, გამოძიება დაიწყო
მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი - ჩემს მკვლელობას ამზადებდნენ - ეს პიროვნება მთავრობის წევრი, უშიშროების უწყების წარმომადგენელია
შემოსავლების სამსახური - საერთაშორისო სანქციების დაწესების დღიდან, საქართველო სრულად იცავს დადგენილ წესებს - ამ მიმართულებით უსაფუძვლო ბრალდებების კიდევ ერთი ტალღის აგორება, მორიგი დაკვეთის შესრულებაა
რომის პაპი - სადაც არის სიყვარული, იქ არ არის ადგილი „უსაფრთხოების“ ზონებისთვის, რომლებიც მეზობლებისგან გვმიჯნავს, აღმატებული აზროვნებისთვის, რომელსაც აღზევებულს ვხედავთ პოლიტიკურ ნაციონალიზმში
არქივი