კიტ კელოგი: უკრაინამ უკვე მიაწოდა აშშ-ს სამშვიდობო პირობების ჩამონათვალი და ახლა ამერიკა ელოდება რუსეთისგან შესაბამის მემორანდუმს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
31 27 მაისი 2025, 21:52
აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კიტ კელოგმა განაცხადა, რომ უკრაინამ უკვე მიაწოდა აშშ-ს სამშვიდობო პირობების ჩამონათვალი და ახლა ამერიკა ელოდება რუსეთისგან შესაბამის მემორანდუმს.

მისი თქმით, როგორც კი აშშ მიიღებს ასეთ დოკუმენტს რუსული მხარისგან, შესაძლებელი გახდება უკრაინისა და რუსეთის შეხვედრის ორგანიზება სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის. კელოგმა დასძინა, რომ, სავარაუდოდ, ასეთი შეხვედრა ჟენევაში გაიმართება.

„ჩვენ გვინდოდა [შეხვედრის] ჩატარება ვატიკანში, მაგრამ რუსებმა იქ ჩასვლა არ ისურვეს. ამიტომ ჟენევა შეიძლება გახდეს შემდეგი გაჩერება, სადაც ერთმანეთს შეხვდება სამი ლიდერი - პუტინი, პრეზიდენტი ზელენსკი და პრეზიდენტი ტრამპი - და შეიმუშავებენ ყოველივე ამას, ასევე ხელს მოაწერენ რაიმე დოკუმენტს ამ ომის დასასრულებლად“, - დასძინა მან.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„გახარია საქართველოსთვის“ - გიორგი გახარია იმყოფება საზღვარგარეთ, საგამოძებო კომისია უარს აცხადებს დისტანციურად გამოკითხვაზე, დაჟინებით ითხოვს ფიზიკურ გამოცხადებას, რასაც არ აქვს არავითარი ობიექტური ახსნა
თურქეთის საგარეო უწყება - მიმდინარე მოვლენებმა, შესაძლოა, რეგიონული კონფლიქტის გლობალურ დონეზე ესკალაცია გამოიწვიოს, ჩვენ არ გვინდა, ეს კატასტროფული სცენარი განხორციელდეს
გარემოს ეროვნული სააგენტო 22-23 ივნისს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს
ირანის მთავრობაში აცხადებებენ, რომ აშშ-ის ავიაიერიშის დროს თავდასხმა ფორდოს სადგურის ნაწილზე განხორციელდა
„ჯორჯიან ეარვეისი“ - 24 ივნისს თბილისი-თელ-ავივი-თბილისის მიმართულებით დაგეგმილი რეისები გაუქმებულია, მგზავრებს ბილეთის გადაცვლის ან თანხის დაბრუნების შესაძლებლობა ექნებათ
არქივი