16
27 მაისი 2025, 22:31

თეთრი სახლი ფედერალურ უწყებებს ჰარვარდის უნივერსიტეტთან დარჩენილი ყველა კონტრაქტის გაუქმებას ავალებს - ჯამში დაახლოებით 100 მილიონი დოლარის ოდენობის. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი თეთრ სახლში წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჰარვარდის უნივერსიტეტისგან უცხოელი სტუდენტების შესახებ ინფორმაციას ითხოვს.
თეთრი სახლის ლიდერი უკმაყოფილებას გამოთქვამს იმის გამო, რომ ჰარვარდში სტუდენტების 31% უცხოელია, მათ შორის, ამერიკისადმი მტრულად განწყობილი ქვეყნების მოქალაქეები, რომლებსაც საკუთარი ქვეყნები სწავლის საფასურს არ უხდიან.
ტრამპი ასევე მოუწოდებს ჰარვარდის უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას, სახელმწიფოსგან დაფინანსება აღარ მოითხოვონ.
მანამდე ტრამპის ადმინისტრაციამ ჰარვარდის უნივერსიტეტს უცხოელი სტუდენტების მიღება აუკრძალა, თუმცა აშშ-ის ფედერალურმა სასამართლომ ეს გადაწყვეტილება დაბლოკა.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |