პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციას ვთავაზობთ სუფთა ფურცლიდან, კონკრეტული გზამკვლევით სტრატეგიული პარტნიორობის განახლებას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
24 27 მაისი 2025, 22:54

ჩვენ ვიცით რა გვინდა და რას ვთავაზობთ ამერიკულ მხარეს - ჩვენი მოწოდებაა, განვაახლოთ სუფთა ფურცლიდან სტრატეგიული პარტნიორობა და გვინდა, კონკრეტული გზამკვლევით განახლდეს სტრატეგიული პარტნიორობა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველი არხის გადაცემაში - „აქტუალური თემა“ .

მთავრობის მეთაურის თქმით, საუბარია გზამკვლევზე, სადაც ასახული იქნება სარგებელი ორივე მხარისთვის.

„მანამდე იყო თაროზე შემოდებული, ქაღალდზე არსებული სტრატეგიული პარტნიორობა ყოველგვარი შედეგების გარეშე, ახლა ვთავაზობთ რადიკალურად განსხვავებულ, უკეთეს რამეს პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციას - ეს არის სუფთა ფურცლიდან და კონკრეტული გზამკვლევით სტრატეგიული პარტნიორობის განახლება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი კობახიძემ აშშ-ის მხრიდან გავრცელებული პირველი წერილი შეაფასა და აღნიშნა, რომ ეს იყო „დიფ სთეითის“ წერილი, საიდანაც, ყველაფერთან ერთად, ქედმაღლობაც გამოსჭვიოდა, რომელსაც არავითარი ფასი არ აქვს.

„ასეთ ამერიკულ წერილებს ვერ ექნება ვერავითარი ფასი, რაც გუშინ შემოვიდა სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმოწერით. რაც შეეხება პრეზიდენტ ტრამპის წერილს, ამას აქვს ჩვენთვის ძალიან დიდი ფასი და კიდევ ერთხელ მადლობა მინდა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს ამ მილოცვისთვის“, - აღნიშნა პრემიერმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ტრამპი აცხადებს, რომ არ სურს ისრაელს მოსთხოვოს ირანის წინააღმდეგ დარტყმების შეწყვეტა
„ნიუ იორკ თაიმსი“ - დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ „ამერიკის ხმის“ 600-ზე მეტ თანამშრომელს გათავისუფლების შესახებ შეტყობინებები გაუგზავნა
ნიკოლ ფაშინიანი - ერდოღანთან განვიხილეთ სომხეთ-თურქეთის ურთიერთობების ნორმალიზების პროცესი, რეგიონული მოვლენები, სომხეთი რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობის დამყარების ერთგული რჩება
რეჯეფ თაიფ ერდოღანი სტამბოლში ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა
თეირანსა და ყუმის პროვინციაში, სადაც გამაგრებული ბირთვული ობიექტი „ფორდო“ მდებარეობს, 5.22 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა
არქივი