მგონია, რომ რობინ დანიგანს სურდა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობა, თუმცა აქაც ჩაერია „დიფ სთეითის“ ხელი და ღონისძიებამ აშშ-ის ელჩის გარეშე ჩაიარა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
18 27 მაისი 2025, 22:56
მე მგონია, რომ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, რობინ დანიგანს სურდა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობა, თუმცა აქაც ჩაერია „დიფ სთეითის“ ხელი და აშშ-ის ელჩის გარეშე ჩაიარა ამ ღონისძიებამ, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველი არხის გადაცემაში - „აქტუალური თემა“.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ნებისმიერ ელჩს უნდა, რომ სრულფასოვნად შეასრულოს საკუთარი დიპლომატიური ფუნქციები შესაბამის ქვეყანაში და ეროვნული დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე დასწრება, ამ კუთხით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აქტია.

„მე მგონია, რომ მას ძალიან ენდომებოდა ამ ღონისძიებაში მონაწილეობა. რა შეიძლება იყოს ელჩისთვის უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე შესაბამისი სახელმწიფოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა ქვეყნის ცენტრალურ მოედანზე, თუმცა ხედავთ, რომ რაღაც გამოგონილი საბაბით - ჯერ გვითხრეს, რომ თბილისში არ იყო, შემდეგ საჯაროდ თქვეს, რომ ქვეყანაში არ იყო, აქაც პირდაპირ ჩანს „დიფ სთეითის“ ხელი, რაც აიძულებს კონკრეტულ ადამიანებს, რომ მიიღონ ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც ახსნადი არ არის, რაციონალური ახსნა ამ ყველაფერს არ აქვს. პიროვნულად, ვიცნობ მას და დადებითი წარმოდგენა მაქვს, მე მგონია, რომ მას სურდა ამ ღონისძიებაში მონაწილეობა, თუმცა აქაც ჩაერია „დიფ სთეითის“ ხელი და ხედავთ, რომ ამერიკის ელჩის გარეშე ჩაიარა ამ ღონისძიებამ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ელენე ხოშტარია მამუკა ხაზარაძეს - რადგან დისკუსია გახსნილია, დიდი პატივისცემით და პარტნიორული სულისკვეთებით გთავაზობთ, დავსხდეთ, ვიმსჯელოთ პირდაპირ ეთერში, რომელშიც გინდათ, როცა გინდათ
მამუკა ხაზარაძე - გახსოვთ, გაიფიცა მცირე და საშუალო ბიზნესი, ისევე როგორც ორჯერ შევიკრიბეთ „ალტერნატიული პარლამენტის“ ფორმატში, მაგრამ ორივე მოკვდა, ვიღაც უშლის ამას ხელს, ყველაფერი ბიძინას კი არ უნდა დააბრალო
თამარ ჩერგოლეიშვილი - მამუკა ხაზარაძეს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობით მთავარი ოპოზიციური ძალის სტატუსის მიღება სურს
დონალდ ტრამპი - ილონ მასკს სრულიად აქვს გონება დაკარგული
ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა მაისის თვეში სამართალდარღვევის 86 ფაქტი გამოავლინეს
არქივი