18
28 მაისი 2025, 12:04

მინდა, მადლობა გადავუხადო ვახტანგ გომელაურს გაწეული საქმიანობისთვის, 90-იანი წლებიდან დღემდე, ის იყო საქართველოს საუკეთესო შინაგან საქმეთა მინისტრი, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა.
როგორც თეა წულუკიანმა განაცხადა, ვახტანგ გომელაური თავისი საქმით, პროფესიონალიზმითა და ღირსებით, ქმნიდა ისეთ პირობებს, რომ ქვეყანა და სახელმწიფო ინსტიტუტები, პოლიტიკური ხელისუფლება და მისი ყველა შტო იყო მშვიდად.
„მინდა, მადლობა გადავუხადო ვახტანგ გომელაურს გაწეული საქმიანობისთვის. ზუსტად ამ წუთებში ჩვენ შევიტყვეთ მისი ნება-სურვეილისა და გადადგომის შესახებ. მიმუშავია რა მასთან არაერთი წელი, ვთვლი, რომ 90-იანი წლებიდან დღემდე ის იყო საქართველოს საუკეთესო შინაგან საქმეთა მინისტრი. ის, ვინც თავისი საქმით, თავისი პროფესიონალიზმითა და ღირსებით, ქმნიდა ისეთ პირობებს, რომ როგორც ქვეყანა და სახელმწიფო ინსტიტუტები, ასევე პოლიტიკური ხელისუფლება და მისი ყველა შტო იყო მშვიდად, იმ გაგებით, რომ ხელმძღვანელად იყო პირი, ვინც იცოდა, როგორ უნდა უზრუნველყო უსაფრთხოება და იმავდროულად, დაიცვა ის ბალანსი, რომელსაც ამ დელიკატური საქმის კეთება გულისხმობს“, - აღნიშნა თეა წულუკიანმა.
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ვახტანგ გომელაურმა თანამდებობა დატოვა.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |