მაიკ ბენცი: „დიფ სთეითი“ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სამოქალაქო საზოგადოებას იყენებს, როცა საქართველოში ამბოხების მოწყობა სურს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
53 28 მაისი 2025, 16:04
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი ჩინოსნის, მაიკ ბენცის განცხადებით, „დიფ სთეითი“ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სამოქალაქო საზოგადოებას იყენებს, როდესაც საქართველოში ამბოხების მოწყობა სურს, მათ შორის იმ შემთხვევებში, როდესაც ქვეყანა NGO-ების დაფინანსების გამჭვირვალობის მიზნით კანონმდებლობის მიღებას ცდილობს.

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი ჩინოსნის თქმით, აბსურდული და სრული სიგიჟეა ის ფაქტი, რომ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში „ფარას“ მსგავსი კანონების მიღებას დასავლეთი დემოკრატიის საფრთხეს უწოდებს.

ბენცის აზრით, რეალურად, დასავლეთი შიშობს, რომ გამჭვირვალობის შესახებ კანონების მიღებით, არასამთავრობო ორგანიზაციების რეალური სახე და მიზნები გამოაშკარავდება.

„როცა გვსურს ამბოხების მოწყობა საქართველოში, სერბეთსა თუ უნგრეთში, არასამთავრობო ორგანიზაციების ან სამოქალაქო საზოგადოების ქსელს მივმართავთ. როცა უნგრეთი, სლოვაკეთი, სერბეთი და ზოგადად აღმოსავლეთ ევროპის პოსტსაბჭოთა ქვეყნები ცდილობენ, რომ გამჭვირვალობის შესახებ კანონები მიიღონ და გაარკვიონ, რა დოზით ფინანსდება მათი სამოქალაქო საზოგადოება უცხოური მთავრობების მიერ, ამ კანონებს რუსულ კანონებად ფუთავენ. რეალურად კი უნდა ნახოთ ეს საპროტესტო აქციები, რომლებიც სასაცილოა. წარმოიდგინეთ, ხალხი გამოდის ქუჩაში და ითხოვს, რომ არ ჰქონდეთ უფლება თავიანთ საზოგადოებაში უცხოური ძალის დაფინანსებაზე ინფორმაცია ჰქონდეთ, ითხოვენ, რომ თვალები ახვეული ჰქონდეთ. ჩვენ ასეთი კანონი გვაქვს ამერიკაში. მას ჰქვია „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი“. ჩვენთან სისხლის სამართლის დანაშაულია და ხუთწლიან პატიმრობას ითვალისწინებს, თუკი უცხოურ დაფინანსებას არ დაარეგისტრირებ. მაგრამ თუ უნგრეთი ან სლოვაკეთი ეცდება უცხოური აგენტების აქტის მიღებას, ამას დემოკრატიის საფრთხეს ვუწოდებთ, რადგან ეს NGO-ებს ნიღაბს ჩამოხსნის და ხალხი გაიგებს მათ რეალურ სახეს“, - თქვა ბენცმა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს არ აქვს მტკიცებულება, რომ ბირთვული იარაღის შექმნის ირანული პროგრამა აქტიურია
გიორგი სოსიაშვილი მიქაუტაძის დაკავებაზე: ნებისმიერი ადამიანი, მოქმედი თუ ყოფილი თანამდებობის პირი, არის თანასწორუფლებიანი კანონის წინაშე
ევროპის ქვეყნებში თუკი საგამოძიებო კომისიაზე არ გამოცხადდება ადამიანი და დაუმორჩილებლობას გამოუცხადებს, იქ უნდა დაისაჯოს და ჩვენთან, საქართველოში, თითქოს ეს ჩვეულებრივი ამბავია
ყველა იმ ადამიანმა, ვინც უარი თქვა საკანონმდებლო ორგანოში და საგამოძიებო კომისიაზე გამოცხადებაზე, თვითონ აირჩია კანონისადმი უპატივცემულობა და შესაბამისად, თვითონ განსაზღვრეს, რომ მიეღოთ შესაბამისი სასჯელი
მეუფე შიო: გამოჩნდა არა მხოლოდ დიდი ცოდნა და პროფესიონალიზმი, გამოჩნდა საოცრად სათუთი, გულითადი და მოსიყვარულე დამოკიდებულება საქმისადმი, კერძოდ, გელათის მონასტრისადმი
არქივი