შალვა პაპუაშვილი ბაჩიაშვილის დაკავებაზე: კიდევ ერთხელ ეს არის შეხსენება ყველასთვის, ვინც კანონის წინააღმდეგ მიდის, რომ მართლმსაჯულება ყველას მიმართ დადგება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
52 28 მაისი 2025, 16:07
კიდევ ერთხელ ეს არის შეხსენება ყველასთვის, ვინც კანონის წინააღმდეგ მიდის, რომ მართლმსაჯულება ყველას მიმართ დადგება, - განუცხადა გიორგი ბაჩიაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს.

„ბაჩიაშვილის დაკავება აჩვენებს იმას, რომ საქართველო, როგორც სამართლებრივი სახელმწიფო შედგა. 11 წელი ჰქონდა ამ ადამიანს მისჯილი და ემალებოდა ქართულ მართლმსაჯულებას. ამ ღონისძიებით [დაკავებით] აღსრულდა მართლმსაჯულება და საქართველომ აჩვენა, რომ არის არა მხოლოდ სამართლებრივი სახელმწიფო, არამედ უმაღლესი სტანდარტებით მოქმედი სამართალდამცავი ორგანოებით. ის, რომ თმის ერთი ღერი არ ჩამოვარდნია არ ადამიანს, ისე მოხდა მისი დაკავება, აჩვენებს, თუ როგორი პროფესიონალიზმით და რამდენად სტანდარტების შესაბამისად მუშაობს ჩვენი უსაფრთხოების სამსახური. კიდევ ერთხელ ეს არის შეხსენება ყველასთვის, ვინც კანონის წინააღმდეგ მიდის, რომ მართლმსაჯულება ყველას მიმართ დადგება“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გიორგი ბაჩიაშვილი დააკავა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ელენე ხოშტარია მამუკა ხაზარაძეს - რადგან დისკუსია გახსნილია, დიდი პატივისცემით და პარტნიორული სულისკვეთებით გთავაზობთ, დავსხდეთ, ვიმსჯელოთ პირდაპირ ეთერში, რომელშიც გინდათ, როცა გინდათ
მამუკა ხაზარაძე - გახსოვთ, გაიფიცა მცირე და საშუალო ბიზნესი, ისევე როგორც ორჯერ შევიკრიბეთ „ალტერნატიული პარლამენტის“ ფორმატში, მაგრამ ორივე მოკვდა, ვიღაც უშლის ამას ხელს, ყველაფერი ბიძინას კი არ უნდა დააბრალო
თამარ ჩერგოლეიშვილი - მამუკა ხაზარაძეს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობით მთავარი ოპოზიციური ძალის სტატუსის მიღება სურს
დონალდ ტრამპი - ილონ მასკს სრულიად აქვს გონება დაკარგული
ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა მაისის თვეში სამართალდარღვევის 86 ფაქტი გამოავლინეს
არქივი