ბიძინა ივანიშვილმა წარსულშიც არაერთხელ განაცხადა, რომ შანტაჟს არ დაექვემდებარება და მისთვის სახელმწიფო ინტერესები პირველ ადგილზე დგას, ელჩთან არ შეხვედრა, სწორი გადაწყვეტილება იყო
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
30 28 მაისი 2025, 16:51
აშშ-ს ელჩთან არ შეხვედრა, ბატონი ბიძინა ივანიშვილის მხრიდან ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება იყო, რადგან ამერიკული მხარისგან მოლაპარაკების არასწორი ფორმა იყო შერჩეული, რაც გარკვეულ კითხვის ნიშნებს აჩენს, - წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.

ექსპერტის თქმით, ბიძინა ივანიშვილი სახელმწიფო ინტერესების საპირწონედ ფულს არ აყენებს და სახელმწიფოსთან დაკავშირებულ საკითხებზე კომპრომისზე არავისთან წავა.

მისივე თქმით, სამწუხაროდ ამერიკულ მხარეს ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის მზაობა არ აქვს, რაც კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ამ ეტაპზე, აშშ საქართველოსთან ურთიერთობის გაუმჯობესების გზაზე, რეალური ნაბიჯების გადასადგმელად მზად არ არის.

„ბიძინა ივანიშვილმა წარსულშიც არაერთხელ განაცხადა, რომ შანტაჟს არ დაექვემდებარება და მისთვის სახელმწიფო ინტერესები პირველ ადგილზე დგას, ის სახელმწიფო ინტერესების საპირწონედ ფულს არ აყენებს და სახელმწიფოსთან დაკავშირებულ საკითხებზე კომპრომისზე არავისთან წავა.

აშშ-ს ელჩთან არ შეხვედრა,ბატონი ბიძინა ივანიშვილის მხრიდან ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება იყო, რადგან ამერიკული მხარისგან მოლაპარაკების არასწორი ფორმა იყო შერჩეული, რაც გარკვეულ კითხვის ნიშნებს აჩენს, მიუხედავად იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარეა, ქვეყნის პირველი პირი პრემიერ მინისტრი ირაკლი კობახიძეა, ამერიკული მხარე სწორედ მოქმედ პრემიერს უნდა ესაუბროს და არა ბიძინა ივანიშვილს, რომლის ქონების ნაწილი დაყადაღებულია და შესაძლოა მოლაპარაკებებში შანტაჟისთვის იყოს გამოყენებული. სამწუხაროდ ამერიკულ მხარეს ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის მზაობა არ აქვს, რაც კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ამ ეტაპზე, აშშ საქართველოსთან ურთიერთობის გაუმჯობესების გზაზე, რეალური ნაბიჯების გადასადგმელად მზად არ არის!“ - წერს ჩიხელიძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს მანდატურის მიმართ თავდასხმის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
რატი იონათამიშვილი: ძალადობის წახალისება ევროკავშირის სახელით საქართველოში ვერანაირ შედეგს ვერ გამოიღებს, მაგრამ დამაზიანებელი იქნება ევროკავშირისთვის
ბიძინა ივანიშვილი - ვულოცავ საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნულ ნაკრებს და სრულიად საქართველოს ისტორიულ გამარჯვებას, ეს დაუღალავი შრომის, მაღალი პროფესიონალიზმისა და ქვეყნის სიყვარულის შედეგია
პროკურატურამ საჯარო მოხელისთვის ქრთამის მიცემის ფაქტზე ორი პირი დააკავა
ვლადიმერ პუტინი - ისრაელი თითქმის რუსულენოვანი ქვეყანაა, იქ საბჭოთა კავშირიდან წასული უამრავი ადამიანი ცხოვრობს, რუსეთის უახლოეს ისტორიაში ყოველთვის ვითვალისწინებთ ამ ფაქტორს
არქივი