ნიკა მელია ადგილობრივ არჩევნებზე - იქ გასვლა არ არის უბრალოდ შეცდომა, ეს არის უდიდესი შეურაცხყოფის მიყენება თვეების განმავლობაში რუსთაველის გამზირზე შეკრებილი საზოგადოებისთვის
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
29 28 მაისი 2025, 20:55

ამ ჯგუფში საუბარი ასევე შედგა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით - იქ გასვლა არ არის უბრალოდ შეცდომა, იქ გასვლა არის უდიდესი შეურაცხყოფის მიყენება თვეების განმავლობაში რუსთაველის გამზირზე შეკრებილი საზოგადოებისთვის, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ პაატა ბურჭულაძესთან, ოპოზიციის ნაწილთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მელიას თქმით, ეს საორგანიზაციო ჯგუფი ქვეყანაში არსებული კრიზისის განმუხტვაში ხალხის ჩართულობას უზრუნველყოფს.

„ჩვენ აქ ვისაუბრეთ მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით. აქ საზოგადოება არის განსხვავებული, საზოგადოებრივი ჯგუფები არიან ერთმანეთისგან განსხვავებული, ოპოზიციურად განწყობილი ადამიანები არიან, რომლებსაც კრიზისის დაძლევა სურთ. კრიზისის დაძლევა შესაძლებელია მხოლოდ ხალხის ჩართულობით. ხალხის ჩართულობა როგორ შეიძლება მოხდეს და უზრუნველყოს ამ საორგანიზაციო ჯგუფმა, ამაზეა საუბარი, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების უპირატესობაზე კი არ არის საუბარი, საპარლამენტო არჩევნების უპირატესობაზეა.

ამ ჯგუფში საუბარი ასევე შედგა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით - იქ გასვლა არ არის უბრალოდ შეცდომა, იქ გასვლა არის უდიდესი შეურაცხყოფის მიყენება თვეების განმავლობაში რუსთაველის გამზირზე შეკრებილი საზოგადოებისთვის", - განაცხადა ნიკა მელიამ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პუტინი: მსოფლიო მესამე მსოფლიო ომისკენ მიდის და ეს შემაშფოთებელია
თორნიკე ჭეიშვილი „საფარის“ არქივის განადგურებაზე: ის ნარატივი, რომელიც ამ თემას მოჰყვა შესაბამისი ორგანიზაციებისა თუ რადიკალური ჯგუფების მხრიდან, შეიძლება, შეფასდეს როგორც ერთგვარი დეზინფორმაციის კამპანია
სუს-მა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილე დააკავა
რატი იონათამიშვილი „საფარზე“: ჯერ დეზინფორმაციის კამპანია აწარმოეს და სცადეს, საზოგადოება მოეტყუებინათ, განსაკუთრებით, პერსონალური მონაცემების ნაწილში და შემდეგ დაიწყეს არქივების განადგურება
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი - ირანი მზად არის დიპლომატიისკენ დაბრუნება განიხილოს მას შემდეგ, რაც ისრაელის აგრესია შეჩერდება
არქივი