მარკო რუბიო: მოუთმენლად ველით აზერბაიჯანთან თანამშრომლობის გაღრმავებასა და ერთობლივ მუშაობას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
61 28 მაისი 2025, 21:37

ჩვენ მოუთმენლად ველით თანამშრომლობის გაღრმავებას და ერთობლივ მუშაობას, რათა უზრუნველვყოთ მშვიდობიანი და კეთილდღეობით სავსე მომავალი აზერბაიჯანისა და მთელი რეგიონისთვის, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ განცხადებაში, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

„ჩვენი პარტნიორობა, რომელიც ბოლო 33 წლის განმავლობაში შეიქმნა, კვლავაც უწყობს ხელს საერთო ინტერესების წინ წაწევას უსაფრთხოების, ენერგეტიკული თანამშრომლობისა და ეკონომიკური ზრდის მიმართულებით. აშშ კვლავაც ერთგული რჩება აზერბაიჯანში ფუნდამენტური თავისუფლებების მხარდაჭერის, მათ შორის პრესის თავისუფლების მიმართ, აზერბაიჯანის კონსტიტუციის შესაბამისად“, - აღნიშნა მარკო რუბიომ.

„ამერიკელი ხალხის სახელით, მინდა მოგილოცოთ თქვენ და აზერბაიჯანელ ხალხს დამოუკიდებლობის დღე. ჩვენ მხარს ვუჭერთ აზერბაიჯანის სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას. ამერიკის შეერთებული შტატები აგრძელებს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობის ძალისხმევის მხარდაჭერას, რაც გადამწყვეტია სამხრეთ კავკასიის კეთილდღეობისთვის, და ჩვენ მივესალმებით წელს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიღწეულ შეთანხმებას სამშვიდობო ხელშეკრულების ტექსტზე. ჩვენ ასევე ვაღიარებთ აზერბაიჯანის მზარდ მნიშვნელობას, როგორც ენერგომიმწოდებლისა და სატრანსპორტო კვანძის“, - დასძინა მან.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ტრამპი აცხადებს, რომ არ სურს ისრაელს მოსთხოვოს ირანის წინააღმდეგ დარტყმების შეწყვეტა
„ნიუ იორკ თაიმსი“ - დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ „ამერიკის ხმის“ 600-ზე მეტ თანამშრომელს გათავისუფლების შესახებ შეტყობინებები გაუგზავნა
ნიკოლ ფაშინიანი - ერდოღანთან განვიხილეთ სომხეთ-თურქეთის ურთიერთობების ნორმალიზების პროცესი, რეგიონული მოვლენები, სომხეთი რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობის დამყარების ერთგული რჩება
რეჯეფ თაიფ ერდოღანი სტამბოლში ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა
თეირანსა და ყუმის პროვინციაში, სადაც გამაგრებული ბირთვული ობიექტი „ფორდო“ მდებარეობს, 5.22 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა
არქივი