აშშ-ის საშინაო უსაფრთხოების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ დააკავეს მექსიკელი მიგრანტი, რომელიც დონალდ ტრამპს სროლით ემუქრებოდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
31 29 მაისი 2025, 00:42

აშშ-ის საშინაო უსაფრთხოების დეპარტამენტის განცხადებით, აშშ-ის მიგრაციის სამსახურმა დააკავა მექსიკელი მიგრანტი, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს სროლით ემუქრებოდა. დაკავებული 54 წლის რამონ მორალეს რეიესია, რომელმაც წერილი გაუგზავნა აშშ-ის მიგრაციისა და საბაჟო კონტროლის სამსახურის (ICE) თანამშრომელს, სადაც აცხადებდა, რომ უახლოეს მომავალში „ძვირფას პრეზიდენტს თავში ტყვიას დაასვამდა“.

„ჩვენ დავიღალეთ ამ პრეზიდენტის მექსიკელებთან ჩხუბით – ჩვენ ამ ქვეყნისთვის უფრო მეტი გავაკეთეთ, ვიდრე თქვენ, თეთრკანიანებმა”, – აღნიშნულია წერილში.

საშინაო უსაფრთხოების მდივანმა, კრისტი ნოემმა განაცხადა, რომ ყველა პოლიტიკოსმა და მედიის წარმომადგენელმა უნდა მიაქციოს ყურადღება ასეთ შემთხვევებს.

საშინაო უსაფრთხოების დეპარტამენტის ცნობით, მორალესი 1998-2005 წლებში აშშ-ში უკანონოდ, სულ მცირე, ცხრაჯერ შევიდა. ამჟამად ის ვისკონსინშია დაკავებული და დეპორტაციას ელოდება.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
რომეო მიქაუტაძეს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ბრალდება წარედგინა
საქართველოს პრეზიდენტმა 37 პირი შეიწყალა
პროკურატურამ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილ პირველ მოადგილეს ბრალდება წარუდგინა
ირაკლი ქადაგიშვილი ჰერჩინსკიზე: დღეს ევროპის დღეებთან დაკავშირებით, მიტინგზე რომ დგას და ქართველ ხალხს ულოცავს, ეფერება, ორშაბათს იტყვიან, რომ ამ ქართველ ხალხს უნდა წავართვათ ვიზალიბერალიზაცია?!
არასამთავრობო ორგანიზაციები რატომ ანადგურებენ თავიანთ მასალებს, რატომ არ უნდათ ღიაობა? იმიტომ, ის ფული, რომელსაც ისინი იღებდნენ, არ მოხმარებია დეკლარირებულ მიზნებს
არქივი