30 მაისს Guns N' Roses კონცერტზე დასწრების მსურველთათვის, თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით დამატებითი მატარებელი ინიშნება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
64 29 მაისი 2025, 14:48

საქართველოს რკინიგზა შეკვეთილში Guns N’ Roses კონცერტზე დასწრების მსურველთათვის თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით დამატებით რეისს ნიშნავს. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.

„30 მაისს Black Sea Arena Starring Georgia-ს ფარგლებში, Guns N’ Roses კონცერტზე დასწრების მსურველთათვის, თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით დამატებითი მატარებელი ინიშნება. მატარებელი ორივე მიმართულებით მოძრაობისას „ბლექ სი არენა“-ს ბაქანზე გაჩერდება.

ბილეთების შეძენა შესაძლებელია ვებგვერდსა და სადგურის სალაროებში“, – ნათქვამია საქართველოს რკინიგზის გავრცელებულ ინფორმაციაში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი