შალვა პაპუაშვილი დეპუტატებთან ერთად, პარლამენტის აპარატის სტაჟიორებსა და ახალგაზრდული პარლამენტის წევრებს შეხვდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
26 29 მაისი 2025, 20:52

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი და აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გელა სამხარაული საქართველოს პარლამენტის აპარატის სტაჟიორებსა და ახალგაზრდული პარლამენტის წევრებს შეხვდნენ.

შეხვედრა მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიღაურაში, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ბაზაზე, აგრარულ საკითხთა კომიტეტის გასვლითი სხდომის ფარგლებში გაიმართა.

შეხვედრაზე საკანონმდებლო საქმიანობაში ახალგაზრდების ჩართულობაზე ისაუბრეს. ყურადღება ასევე გამახვილდა სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარებაში სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის როლზე.


ახალგაზრდებს სიტყვით მიმართეს ასევე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა ლევან უჯმაჯურიძემ.

პარლამენტის აპარატის სტაჟიორები და ახალგაზრდული პარლამენტის წევრები ჯიღაურაში სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ბაზაზე აგრარულ საკითხთა კომიტეტის გასვლით სხდომასაც დაესწრნენ. ახალგაზრდებმა პარლამენტის წევრებთან ერთად სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი დაათვალიერეს.

ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნიკოლ ფაშინიანი - ერდოღანთან განვიხილეთ სომხეთ-თურქეთის ურთიერთობების ნორმალიზების პროცესი, რეგიონული მოვლენები, სომხეთი რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობის დამყარების ერთგული რჩება
რეჯეფ თაიფ ერდოღანი სტამბოლში ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა
თეირანსა და ყუმის პროვინციაში, სადაც გამაგრებული ბირთვული ობიექტი „ფორდო“ მდებარეობს, 5.22 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა
დავით ქართველიშვილი ისრაელ-ირანის კონფლიქტზე: კონფლიქტი დამთავრდება ზავით და სხვადასხვა ქვეყნის სახელისუფლებო შტოებიდან გარკვეული „ელიტების“ ჩამოშორებით
აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა ირანთან დაკავშირებულ ხუთ ფიზიკურ და 20 იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა
არქივი