იანოშ ბოკა - უნგრეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს, ჩვენ გვაქვს პრივილეგია, ვიყოთ თქვენი ხმა ევროკავშირში, როდესაც სურთ თქვენი გარიცხვა ან გაჩუმება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
19 29 მაისი 2025, 20:53

უნგრეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს არა მხოლოდ პოლიტიკურად, არამედ ტექნიკური დახმარებითა და საწვრთნელი პროგრამებით. ჩვენ გვაქვს პრივილეგია, ვიყოთ თქვენი ხმა ევროკავშირში, როდესაც თქვენი გარიცხვა ან გაჩუმება სურთ, – ამის შესახებ ევროკავშირის საკითხებში უნგრეთის მინისტრმა, იანოშ ბოკამ უნგრეთში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

იანოშ ბოკას თქმით, საქართველომ და უნგრეთმა იცის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის მნიშვნელობა.

„ნება მომეცით, გადმოგცეთ მოლოცვა და საუკეთესო სურვილები პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანისგან და უნგრეთის მთავრობისგან საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით. 2023 წლის ოქტომბერში ჩვენს ქვეყნებს შორის პირველი მთავრობათაშორისი სამიტის გამართვის შემდეგ, საქართველოსა და უნგრეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობა მოქმედებს, რომელიც ვრცელდება სახელმწიფო მართვისა და ცხოვრების ყველა სფეროზე. მიმდინარე წლის იანვრიდან ძალაში შედის ჩვენი ორმხრივი შეთანხმება ინვესტიციების დაცვის შესახებ. 2010 წლიდან ჩვენი ვაჭრობა სამჯერ გაიზარდა. უნგრულ უნივერსიტეტებში სწავლობს 130-ზე მეტი სტუდენტი საქართველოდან უნგრეთის პროგრამის მხარდაჭერით. უნგრეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს არა მხოლოდ პოლიტიკურად, არამედ ასევე ტექნიკური დახმარებითა და საწვრთნელი პროგრამებით. ჩვენ გვაქვს პრივილეგია, ვიყოთ თქვენი ხმა ევროკავშირში, როდესაც თქვენი გარიცხვა ან გაჩუმება სურთ. ჩვენ ვდგავართ თქვენ გვერდით როგორც კარგ, ისე ცუდ დღეებში. ამას ვაკეთებთ, რადგან ერთმანეთთან ძალიან ახლოს ვართ ბევრი კუთხით. ორივე ქვეყანამ იცის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის მნიშვნელობა და ორივემ ვიცით, რომ ეს არ მიიღება მარტივად, უფასოდ. ჩვენ ორივე ვართ ევროპელები არა იმიტომ, რომ ვიღაცამ ეს დაამტკიცა, არამედ იმიტომ, რომ ეს ასეა ათწლეულზე მეტი ხანია. ჩვენ ვართ ამაყი ერები და გვინდა, დავრჩეთ ისეთებად, როგორებიც ვართ. ჩვენ ვართ თავისუფლების ორი კუნძული ძველი და ახალი იმპერიების ოკეანეში და ჩვენ ერთმანეთს ხელს ვუწვდით, ვაშენებთ ხიდებს, ვქმნით მომავალს ჩვენი შვილებისა და შვილიშვილებისთვის. დღეს აქ ვდგავარ, რათა დავადასტურო ერთგულება ჩვენი მხრიდან. დაე, საქართველოს ლამაზმა ქვეყანამ ისიამოვნოს მშვიდობითა და კეთილდღეობით, გაუმარჯოს საქართველოს უძველეს და ამაყ ერს. დაე, ჩვენი პარტნიორობა წლიდან წლამდე გაძლიერდეს“, – განაცხადა იანოშ ბოკამ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი