ზაზა შათირიშვილი: თუკი პირველი მსოფლიო ომი იყო ბრძოლა ნაციონალიზმებს შორის, მეორე მსოფლიო ომი იყო იდეოლოგიური დაპირისპირება, დღეს ზედაპირზე არის გეოპოლიტიკა, ხოლო სიღრმეში არის ღირებულებითი დაპირისპირება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
34 30 მაისი 2025, 01:37

თუკი პირველი მსოფლიო ომი იყო ბრძოლა ნაციონალიზმებს შორის, მეორე მსოფლიო ომი იყო იდეოლოგიური დაპირისპირება, რომლის ქვეშაც გეოპოლიტიკა იმალებოდა, დღეს ზედაპირზე არის გეოპოლიტიკა, ხოლო სიღრმეში არის ღირებულებითი დაპირისპირება, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ფილოსოფოსმა ზაზა შათირიშვილმა.

„ღირებულებით დაპირისპირებაში ერთმანეთს ებრძვის ორი პროექტი და ამიტომ არის ბრძოლის ველი ევროპა. ერთიანი ევროპა - პროექტი, რომელიც ჩაიფიქრა მეორე მსოფლიო ომის დროს სამმა ქრისტიანმა პოლიტიკოსმა, იდეა იყო ქრისტიანული ევროპა. ის ცნობილი 12 ვარსკვლავი, რომელიც არის ევროკავშირის დროშაზე, ეს არის ღვთისმშობლის გვირგვინი.

ერთმანეთს ებრძვის ორი ევროპა და დღეს პრემიერ-მინისტრმა ძალიან ზუსტად აღნიშნა, ორი დასავლეთი, კლასიკური დასავლეთი და დასავლეთი, რომელიც ლაპარაკობს ახალ გლობალურ პროექტზე, ახალი სოციუმის ფორმირებაზე. როდესაც ეს ორი პროექტი ერთმანეთს ეჯახება, ეს არის ანთროპოლოგიური სამოქალაქო ომის მდგომარეობა“, - აღნიშნა ზაზა შათირიშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პუტინი: მსოფლიო მესამე მსოფლიო ომისკენ მიდის და ეს შემაშფოთებელია
თორნიკე ჭეიშვილი „საფარის“ არქივის განადგურებაზე: ის ნარატივი, რომელიც ამ თემას მოჰყვა შესაბამისი ორგანიზაციებისა თუ რადიკალური ჯგუფების მხრიდან, შეიძლება, შეფასდეს როგორც ერთგვარი დეზინფორმაციის კამპანია
სუს-მა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილე დააკავა
რატი იონათამიშვილი „საფარზე“: ჯერ დეზინფორმაციის კამპანია აწარმოეს და სცადეს, საზოგადოება მოეტყუებინათ, განსაკუთრებით, პერსონალური მონაცემების ნაწილში და შემდეგ დაიწყეს არქივების განადგურება
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი - ირანი მზად არის დიპლომატიისკენ დაბრუნება განიხილოს მას შემდეგ, რაც ისრაელის აგრესია შეჩერდება
არქივი