მიხეილ ყაველაშვილი: დონალდ ტრამპის მისალოც წერილში გამოჩნდა, რომ მზად არის ურთიერთობებისთვის, შეიძლება ითქვას, ამ წერილით პირველი ნაბიჯები გადაიდგა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
42 31 მაისი 2025, 00:44

დონალდ ტრამპის მისალოც წერილში გამოჩნდა, რომ მზად არის ურთიერთობებისთვის, შეიძლება ითქვას, ამ წერილით პირველი ნაბიჯები გადაიდგა, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“.

„26 მაისთან დაკავშირებით, როგორც საქართველოს პრეზიდენტმა, აშშ-ის პრეზიდენტამდე მე მივიღე მილოცვები არაერთი ქვეყნისგან. როდესაც რომელიმე ქვეყნის ეროვნული დღესასწაულია, ვაგზავნით პრეზიდენტებთან მისალოც წერილებს. ძალიან სასიამოვნოა, როცა აშშ-ის პრეზიდენტისგან მოლოცვა მივიღეთ. ამ სპეკულაციების განხილვა ალბათ არც ღირს.

აუცილებელია, საზოგადოებამ იცოდეს, რომ გარდა იმისა, ეს იყო მისალოცი წერილი, შინაარსში ჩანს მნიშვნელოვანი აქცენტები. ხაზი ესმება ჩვენს სუვერენიტეტს, უსაფრთხოების თემას და არსებულ დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლას, ასევე ტრამპის ადმინისტრაციის მზადყოფნას, რომ საქართველოს მთავრობასთან ურთიერთობის განახლების სურვილი აქვთ.

მილოცვაში პირდაპირ არის მოცემულობა, რომ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შესახებ შეგვიძლია, დავიწყოთ ურთიერთობები. ვფიქრობ, ძალიან პოზიტიური ნიშანია მათი მხრიდან“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემულობის ფაქტზე ბრალდება წარედგინა
აშშ-ის საელჩო - ყველა პირი, რომელსაც F, M ან J არასაიმიგრაციო ვიზებზე შეაქვს განაცხადი, ვალდებულია, შეცვალოს სოციალური ქსელების კონფიდენციალურობის პარამეტრები და გახადოს საჯარო
„ქართული ოცნება“ - „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ მორიგ ჯერზე ცდილობს სპეკულაციური განცხადებებით საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და სიცრუის ტირაჟირებას
გიორგი ბაჩიაშვილის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებული შოთა ქარუმიძე აცხადებს, რომ ბაჩიაშვილს საზღვრის უკანონო გადაკვეთაში 30 000 დოლარის სანაცვლოდ დაეხმარა
ნინო ბურჭულაძე - ,,ფიტარეთის სამონასტრო კომპლექსი ტყის საფარისგან სრულად გაწმენდილია"
არქივი