მიხეილ ყაველაშვილი: მქონდა კონტაქტი პრემიერთან და ვიცი, რომ სენატორმა სტივ დეინსმა გამოთქვა გადატვირთვის პროცესის დაწყებისთვის მზაობა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
25 31 მაისი 2025, 00:50

მქონდა კონტაქტი პრემიერთან და ვიცი, რომ სენატორმა სტივ დეინსმა გამოთქვა გადატვირთვის პროცესის დაწყებისთვის მზაობა, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა პირველ არხთან.

როგორც პრეზიდენტი აღნიშნავს, დონალდ ტრამპის მისალოც წერილში განსაზღვრული მნიშვნელობის გზავნილი იყო.

„ჩვენ გვჯერა პრინციპების. ამიტომ ვამბობ, რომ დონალდ ტრამპის მისალოც წერილში განსაზღვრული მნიშვნელობის გზავნილი იყო, იმ ფონზე, როცა მანამდე ურთიერთობა არ გვქონია. დღეს სენატორის გზავნილიც ანალოგიური იყო, მქონდა უკვე კონტაქტი პრემიერთან. მზადყოფნას გამოთქვამენ, რომ დავიწყოთ ურთიერთობა, რათა მოხდეს გადატვირთვის პროცესის დაწყება.

სენატორის ეს შეხვედრა ამას ემსახურებოდა, რომ განვითარდეს ეს ურთიერთობები. ჩვენ ქვეყანაში რაც განვახორციელეთ, დავიცავით ეროვნული ინტერესი და მყარად დავდექით, დავინახეთ, რა ძალა აქვს ამ პრინციპებს, რომელიც დავიცავით საზოგადოებასთან ერთად. 26 მაისს განვაცხადე, რომ ერთ ნაბიჯსაც ვერ გადავდგამდით, თუ საზოგადოება არ დაგვიდგებოდა მყარად. მიუხედავად იმისა, რომ გათვლილი, გონიერი ნაბიჯები გადავდგით, საზოგადოების გარეშე ეს შეუძლებელი იყო. ამიტომ ვამბობ, რომ მჯერა ჩემი საზოგადოების. ჩვენ გონიერი ხალხი ვართ“, - აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრს, სენატორ სტივ დეინსს შეხვდა. შეხვედრისას საუბარი შეეხო აშშ-საქართველოს ურთიერთობებს, საქართველოს როლს რეგიონში, ასევე ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ელენე ხოშტარია მამუკა ხაზარაძეს - რადგან დისკუსია გახსნილია, დიდი პატივისცემით და პარტნიორული სულისკვეთებით გთავაზობთ, დავსხდეთ, ვიმსჯელოთ პირდაპირ ეთერში, რომელშიც გინდათ, როცა გინდათ
მამუკა ხაზარაძე - გახსოვთ, გაიფიცა მცირე და საშუალო ბიზნესი, ისევე როგორც ორჯერ შევიკრიბეთ „ალტერნატიული პარლამენტის“ ფორმატში, მაგრამ ორივე მოკვდა, ვიღაც უშლის ამას ხელს, ყველაფერი ბიძინას კი არ უნდა დააბრალო
თამარ ჩერგოლეიშვილი - მამუკა ხაზარაძეს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობით მთავარი ოპოზიციური ძალის სტატუსის მიღება სურს
დონალდ ტრამპი - ილონ მასკს სრულიად აქვს გონება დაკარგული
ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა მაისის თვეში სამართალდარღვევის 86 ფაქტი გამოავლინეს
არქივი