მიხეილ ყაველაშვილი: პრეზიდენტი ვარ, მაგრამ ვიყავი პარლამენტის წევრი, მყავს მეგობრები და მაქვს მათთან ურთიერთობა, გარე აქტორები როგორ გეგმავენ აქ პროცესებს. ვიცოდი, როგორ კეთდებოდა სალომე ზურაბიშვილზე აქცენტის გადატანა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
26 31 მაისი 2025, 06:10

პრეზიდენტი ვარ, მაგრამ ვიყავი პარლამენტის წევრი. ვიძახდი, მყავს მეგობრები და მაქვს მათთან ურთიერთობა, რომ მათი გარე აქტორები როგორ გეგმავენ აქ პროცესებს. მათი დაგეგმილი შეიძლება, ბევრმა არც იცოდა, მაგრამ მე ვიცოდი, როგორ კეთდებოდა სალომე ზურაბიშვილზე აქცენტის გადატანა, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა - მაკა ცინცაძესთან ერთად“.

მიხეილ ყაველაშვილის თქმით, ახალგაზრდებს მონობაზე მოაწერინეს ხელი და ქსელიდან ვეღარ გამოდიან. მისივე განცხადებით, საკუთარი თავი თუ ვერ გადალახეს, სამწუხაროდ, კიდევ უფრო მეტი სასოწარკვეთა ელოდებათ წინ.

„არქივი არსებობს, ამაზე ვსაუბრობდი, რომ მასზე გაკეთდებოდა აქცენტი, ალტერნატიული მთავრობის. ეს ძველი დაკვეთაა. ის ამას ვერ აუვლის გვერდს, ვიცოდით ამის შესახებ. ეს ყველაფერი მიბმულია პირდაპირ ამ თემაზე. მიკვდება გული. არ ვიცი, ვინ როგორ აიძულეს და რატომ დგამს ამ ნაბიჯს, მათ პასუხისმგებლობაზეა, სალომე ზურაბიშვილით დაწყებული, პოლიტიკოსებით დამთავრებული. ეს ახალგაზრდები თითქოს რომ ევროპაო და თავისუფლების სახელით გამოდიან, პირიქით აქვთ საფიქრალი - მონობაზე მოაწერინეს ხელი და ამ ქსელიდან ვეღარ გამოდიან. დაფიქრდნენ, ეს იქნება მათი პირველი ნაბიჯი, რომ საკუთარი თავი გადალახეს. ეს თუ ვერ გააკეთეს, სამწუხაროდ, კიდევ უფრო მეტი სასოწარკვეთა ელოდებათ წინ. რეალობა უნდა შეაფასონ. როგორ ატყუებენ, რომ ეს არ არის ტრამპის ნამდვილი წერილი, ასე შეასაღეს საზოგადოებას. ამის სჯერათ და გამოდიან, თავისუფლებაზე გელაპარაკებიან“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ელენე ხოშტარია მამუკა ხაზარაძეს - რადგან დისკუსია გახსნილია, დიდი პატივისცემით და პარტნიორული სულისკვეთებით გთავაზობთ, დავსხდეთ, ვიმსჯელოთ პირდაპირ ეთერში, რომელშიც გინდათ, როცა გინდათ
მამუკა ხაზარაძე - გახსოვთ, გაიფიცა მცირე და საშუალო ბიზნესი, ისევე როგორც ორჯერ შევიკრიბეთ „ალტერნატიული პარლამენტის“ ფორმატში, მაგრამ ორივე მოკვდა, ვიღაც უშლის ამას ხელს, ყველაფერი ბიძინას კი არ უნდა დააბრალო
თამარ ჩერგოლეიშვილი - მამუკა ხაზარაძეს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობით მთავარი ოპოზიციური ძალის სტატუსის მიღება სურს
დონალდ ტრამპი - ილონ მასკს სრულიად აქვს გონება დაკარგული
ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა მაისის თვეში სამართალდარღვევის 86 ფაქტი გამოავლინეს
არქივი