როდესაც ელჩ ფიშერთან მივიდნენ ადამიანები, თურმე ეს ყოფილა დანაშაული - ამავე დროს, მათი დაფინანსებით ხდება ბავშვებთან ერთად მყოფ მარიამ ლაშხთან მივარდნის გამართლება, ესაა ორმაგი სტანდარტი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
32 31 მაისი 2025, 13:06
დაუშვებელია, ევროპიდან საქართველოში ფინანსდებოდეს სიძულვილის კამპანიები, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დეპუტატ მარიამ ლაშხზე თავდასხმასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს არის არა მარტო ორგანიზებული, არამედ პირდაპირ გარედან დაფინანსებული კამპანია და ამ კამპანიას აწარმოებენ კონკრეტული ადამიანები, რომლებიც ქვეყნის გარედან იღებენ დაფინანსებას.

„ძირითადად ეს არის ევროპული ბიუროკრატიისგან გაცემული ფინანსები. ეს შემაშფოთებელია, დაუშვებელია, ევროპიდან საქართველოში ფინანსდებოდეს სიძულვილის კამპანიები. არასრულწლოვან ბავშვებთან ერთად იყო მარიამ ლაშხი, როდესაც მას მიუვარდნენ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები და აყენებდნენ შეურაცხყოფას. ეს არის კატეგორიულად მიუღებელი. მინდა შეგახსენოთ, რომ რამდენიმე დღის წინ საგარეო საქმეთა სამინისტროში შემოვიდა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ნოტა, სადაც საუბარია იმაზე, რომ როდესაც ელჩთან, ბატონ ფიშერთან მივიდნენ ადამიანები, სხვათა შორის ბევრად უფრო რბილი ფორმით, თურმე ეს ყოფილა სისხლის სამართლის დანაშაული. ამავე დროს, მათი დაფინანსებით ხდება იმ ფაქტის გამართლება, რაც უკავშირდებოდა არასრულწლოვან ბავშვებთან ერთად მყოფ მარიამ ლაშხთან მივარდნას. ეს არის ორმაგი სტანდარტი. ევროპული ბიუროკრატია არის სრულიად ტრაგიკულ მდგომარეობაში და ეს, რა თქმა უნდა, აისახება მთლიანად ევროკავშირის იმიჯზე ჩვენს ქვეყანაში. არ შეიძლება, ასეთ ტრაგიკულ დონემდე დავიდეს ევროპული ბიუროკრატია, როდესაც ისინი ხელმძღვანელობენ ორმაგი სტანდარტებით, როდესაც მათთვის არ არსებობს არავითარი სამართლიანობის პრინციპი, სამართლის უზენაესობის პრინციპი. იმედი მაქვს, რომ ევროპაში ეს ტრაგიკული მდგომარეობა შეიცვლება“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი რაჟდენ კუპრაშვილი გერმანიის ელჩს, პეტერ ფიშერს შეხვდა
სუსი - რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ ფლავისმანის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული ტარიელ და ლეონიდე თენაძეები გათავისუფლდნენ
საზღვარგარეთ უკრაინელი ლტოლვილების რაოდენობა 7 მილიონს მიუახლოვდა
სახალხო დამცველმა საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში წლიური საპარლამენტო ანგარიში წარადგინა
პროკურატურამ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების გასაღების მიზნით,უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე 2 პირს ბრალდება წარუდგინა
არქივი