თუ ვინმეს უნდა, საქართველოში გარედან აფინანსოს რევოლუციები, კი ბატონო, მაგრამ ეს გააკეთონ მინიმუმ გამჭვირვალედ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
194 31 მაისი 2025, 13:13
„ფარას“ კანონი ამოქმედდება და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ სახელმწიფოს სუვერენიტეტი, ჩვენი ეროვნული ინტერესები იყოს დაცული, - განუცხადა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.

მისივე თქმით, თუ ვინმეს უნდა საქართველოში გარედან აფინანსოს რევოლუციები, ეს ყველაფერი გააკეთონ გამჭვირვალედ და სწორედ ეს არის ის პრინციპი, რომელიც ასახულია კანონში - „გამჭვირვალობის შესახებ“.

„ჩვენ ვნახეთ გასული 4 წლის განმავლობაში, გარე დაფინანსებით, საქართველოში რევოლუციის მოწყობის 4 მცდელობა, რაც პირდაპირ უპირისპირდება ჩვენს ეროვნულ ინტერესებს, სახელმწიფო სუვერენიტეტს. ბუნებრივია, ჩვენ ამას უნდა დავუპირისპიროთ ჯანსაღი კანონმდებლობა და ამ შემთხვევაში, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება „გამჭვირვალობის შესახებ კანონის“ სრული დატვირთვით ამოქმედების თაობაზე, რასაც ალტერნატივა არ აქვს. თუ ვინმეს უნდა გარედან საქართველოში აფინანსოს რევოლუციები, კი ბატონო, მაგრამ ეს გააკეთონ, მინიმუმ, გამჭვირვალედ, ეს არის ის პრინციპი, რომელიც ასახულია კანონში - „გამჭვირვალობის შესახებ“, - აღნიშნა პრემიერმა
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნინო ბურჭულაძე - ,,ფიტარეთის სამონასტრო კომპლექსი ტყის საფარისგან სრულად გაწმენდილია"
შსს-ს ცნობით, პოლიციამ საჯარო მოსამსახურეზე თავდასხმის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
პრემიერ-მინისტრი აშშ-სა და უნგრეთში ახლად დანიშნულ ელჩებს და ევროპის საბჭოში საქართველოს ახალ მუდმივ წარმომადგენელს შეხვდა
ნეთანიაჰუს განცხადებით, მათი მიზანი ირანში არა რეჟიმის შეცვლა, არამედ ბირთვული და ბალისტიკური საფრთხეების შეჩერებაა
პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის მცდელობის ფაქტზე დაკავებულებს ბრალდება წარუდგინა
არქივი