ტრამპი მაკრონისა და მისი მაეღლის ინციდენტზე: ყოველთვის დარწმუნდი, რომ კარი დაკეტილია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
186 31 მაისი 2025, 15:45
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონსა და პირველ ლედისთან დაკავშირებულ სკანდალურ ინციდენტზე გააკეთა კომენტარი.

ტრამპმა ხუმრობით თქვა, რომ არ იცის თვითმფრინავში რა მოხდა, თუმცა ფრანგ კოლეგას ურჩია, ყოველთვის დარწმუნდეს, რომ კარი დაკეტილია.

„პირველ რიგში, ყოველთვის დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ კარი დაკეტილია. ისე, კი მათ ველაპარაკე და ყველაფერი კარგად აქვთ. ეს ორი ძალიან კარგი ადამიანია, რომლებსაც კარგად ვიცნობ. არ ვიცი, ეს რა იყო, მაგრამ მათ კარგად ვიცნობ და ვიცი, რომ ყველაფერი რიგზე აქვთ“, - თქვა ტრამპმა.

სკანდალური ინციდენტი კამერებმა რამდენიმე დღის წინ ვიეტნამში საფრანგეთის პრეზიდენტის ჩასვლისას დააფიქსირეს. მას შემდეგ, რაც თვითმფრინავის კარი გაიღო, გამოჩნდა, რომ ბრიჯიტ მაკრონმა ქმარს სახეში გაარტყა. მოგვიანებით ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ის და მისი მეუღლე ხუმრობდნენ.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნიკოლ ფაშინიანი - ერდოღანთან განვიხილეთ სომხეთ-თურქეთის ურთიერთობების ნორმალიზების პროცესი, რეგიონული მოვლენები, სომხეთი რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობის დამყარების ერთგული რჩება
რეჯეფ თაიფ ერდოღანი სტამბოლში ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა
თეირანსა და ყუმის პროვინციაში, სადაც გამაგრებული ბირთვული ობიექტი „ფორდო“ მდებარეობს, 5.22 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა
დავით ქართველიშვილი ისრაელ-ირანის კონფლიქტზე: კონფლიქტი დამთავრდება ზავით და სხვადასხვა ქვეყნის სახელისუფლებო შტოებიდან გარკვეული „ელიტების“ ჩამოშორებით
აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა ირანთან დაკავშირებულ ხუთ ფიზიკურ და 20 იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა
არქივი