მიხეილ ყაველაშვილი ომში ჩართვის მოთხოვნაზე: ეს მოთხოვნები გაკეთდა პირდაპირ ეთერში უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ - ჩვენ არ ვართ ნატოს და ევროკავშირის წევრი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
52 31 მაისი 2025, 15:55
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ესპანურ გამოცემა El Mundo-სთან ინტერვიუში საქართველოს მიმართ რუსეთ-უკრაინის ომში ჩართვის მოთხოვნებზე და იმ შესაძლო საფრთხეებზე ისაუბრა, რომლებიც ქვეყანას ამ შემთხვევაში დაემუქრებოდა.

მან გაიხსენა, რომ ომში ჩართვისკენ საქართველოს უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები საჯაროდ მოუწოდებდნენ.

„ეს მოთხოვნები გაკეთდა პირდაპირ ეთერში უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ. ისინი მოგვიწოდებდნენ: „რუსეთი დამარცხების პირასაა, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა დაიბრუნოთ დაკარგული ტერიტორიები“. მათ თქვეს: „თუ არ გსურთ სრულფასოვანი მონაწილეობა ომში, რატომ არ აგზავნით იარაღს, მოხალისეებს... არ აწესებთ სანქციებს?“ და ნახეთ, ჩვენ შევუერთდით ზოგად სანქციებს. მაგრამ ის სანქციები, რასაც ჩვენგან ითხოვდნენ, საქართველოსთვის ძალიან საზიანო იქნებოდა. ამიტომაც უარი ვთქვით”, - განაცხადა პრეზიდენტმა.

მიხეილ ყაველაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ იარაღის გაგზავნას რუსეთი ომში მონაწილეობად ჩათვლიდა და ქვეყანა რუსეთისგან სამხედრო პასუხის საფრთხის წინაშე დადგებოდა.

„იარაღის გაგზავნას შეეძლო რუსეთის გაღიზიანება, რასაც ის ჩვენს მონაწილეობად ჩათვლიდა ომში და სამხედრო პასუხს გასცემდა. ამ შემთხვევაში, ვინ იქნებოდა პასუხისმგებელი, ვინ დაგვეხმარებოდა? ჩვენ არ ვართ ნატოს და ევროკავშირის წევრი. მაშ, ვინ დაგვეხმარებოდა რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში? იცით, რა იყო მათი პასუხი? „ჩვენ გამოგიგზავნით იარაღს“. დიახ, იარაღს რუსეთთან საბრძოლველად.

ჩვენ უკვე გვქონდა სამი ომი რუსეთთან. საქართველო ძალიან რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა... და დასავლეთის ზეწოლა მას შემდეგ დაიწყო, რაც ამ მოთხოვნის შესრულებაზე უარი ვთქვით. ამის შემდეგ დაიწყო ზეწოლა საქართველოზე. და მათ [კანდიდატის] სტატუსი მიანიჭეს ამ ორ ქვეყანას [უკრაინას და მოლდოვას] და არა საქართველოს, სიტუაციის მანიპულირებისთვის, პრობლემების შესაქმნელად, იმის საჩვენებლად, რომ ხელისუფლების გამო, ქართველები შორდებიან ევროპას”, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შალვა პაპუაშვილი: დღეს 20 ივნისია. დღე, როდესაც საქართველოში, 2012 წლის შემდეგ, სრულად გაცხადდა პოლიტიკის რადიკალიზაციის გეგმა, სტრუქტურა და ფორმა
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემულობის ფაქტზე ბრალდება წარედგინა
აშშ-ის საელჩო - ყველა პირი, რომელსაც F, M ან J არასაიმიგრაციო ვიზებზე შეაქვს განაცხადი, ვალდებულია, შეცვალოს სოციალური ქსელების კონფიდენციალურობის პარამეტრები და გახადოს საჯარო
„ქართული ოცნება“ - „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ მორიგ ჯერზე ცდილობს სპეკულაციური განცხადებებით საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და სიცრუის ტირაჟირებას
გიორგი ბაჩიაშვილის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებული შოთა ქარუმიძე აცხადებს, რომ ბაჩიაშვილს საზღვრის უკანონო გადაკვეთაში 30 000 დოლარის სანაცვლოდ დაეხმარა
არქივი