უკრაინის შეიარაღებული ძალების მთვარსარდალი: რუსეთი ზაპოროჟიეს ოლქში შეტევაზე გადავიდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
54 31 მაისი 2025, 15:59
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ოლექსანდრ სირსკიმ განაცხადა, რომ რუსეთი ზაპოროჟიეს ოლქში აქტიურ შეტევაზე გადავიდა.

უკრაინული მედიის ცნობით, ეს განცხადება სირსკიმ შეიარაღებული ძალების მაისის შესაჯამებელ თათბირზე გააკეთა.

„თავდაცვის ძალები მტრის შეკავებას აგრძელებს, აყენებს რა შესამჩნევ დარტყმებს. მტერმა ძირითად ძალებს პოკროვსკის, ტორეცკის, ლიმანის, ნოვოპავლოვკის და რუსეთთან მოსაზღვრე სუმის ოლქის მიმართულებებზე მოუყარა თავი. ის განსაკუთრებით გააქტიურდა ზაპოროჟიეს მიმართულებით, სადაც აქტიურ შეტევით მოქმედებებს აწარმოებს“, - აღნიშნა სირსკიმ.

სირსკიმ აგრეთვე დასძინა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები მტერს და მის სამხედრო პოტენციალს ღრმა ზურგში ანადგურებს. მისი განცხადებით, მაისში რუსეთის 58 მიზანზე განხორციელდა დარტყმა, განადგურებულია სამხედრო ობიექტები, აფეთქებულია აგრესორის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსები.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიების შედეგად უცხო ქვეყნის 7 მოქალაქე დააკავეს
მამუკა ხაზარაძე - გუშინ ახალი ბრალდებით დამიბარეს ე.წ. კომისიაზე, თურმე სამშობლოს წინააღმდეგ ჩადენილი ქმედებების გამოძიების საბაბით - დღეს ჩემი და ბადრის სასამართლოა. უკვე ხუთი წელია, მიმდინარეობს ჩვენი დევნა
ისრაელის საჰაერო ძალებმა თეირანში ავიაიერიშები განახორციელეს, რომლის სამიზნეც ირანის ათობით სამხედრო ობიექტი და ბირთვული კვლევის ობიექტი იყო
ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების მეთაურად გენერალ-მაიორი გენადი შაპოვალოვი დანიშნა
გმირთა მოედანზე გზის სავალი ნაწილი და საგზაო ინფრასტრუქტურა მოირეცხა
არქივი