პოლონეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ტარდება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
62 01 ივნისი 2025, 11:02

პოლონეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ტარდება. ქვეყნის ლიდერის პოსტისთვის მმართველი პარტიის წარმომადგენელი, ვარშავის ლიბერალი მერა რაფალ ტშასკოვსი და ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის კანდიდატი, ნაციონალური მეხსიერების ინსტიტუტის ხელმძღვანელი კაროლ ნავროცკი იბრძვიან.

როგორც Reuters-ი წერს, ორივე კანდიდატი თანხმდება თავდაცვითი ხარჯების გაზრდის აუცილებლობაზე და უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელებაზე. თუმცა, მაშინ როცა ტშასკოვსი მიიჩნევს, რომ პოლონეთის უსაფრთხოებისთვის ნატოს წევრობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ნავროცკი ამბობს, რომ შესაბამისი დოკუმენტის რატიფიცირებაზე უარს იტყვის, რადგან ამან შესაძლოა ალიანსი რუსეთთან ომში ჩაითრიოს.

საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 21:00 საათზე დაიხურება, რასაც ეგზიტპოლების გამოქვეყნება მოჰყვება. პოლონეთის საარჩევნო კომისიაში კი იმედს გამოთქვამენ, რომ საბოლოო შედეგებს ორშაბათს დილით, ან დღისით გამოაქვეყნებენ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ანტონიუ გუტერეში - ირან-ისრაელის კონფლიქტის გაფართოებამ შესაძლოა, გააჩაღოს ცეცხლი, რომლის გაკონტროლებასაც ვეღარავინ შეძლებს
საერთაშორისო ატომური სააგენტოს ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ირანის ბუშერის ქარხანაზე დარტყმამ, შესაძლოა, რეგიონული კატასტროფა გამოიწვიოს
ვლადიმერ პუტინი - რუსეთი არ მიისწრაფვის უკრაინის მხრიდან კაპიტულაციისკენ
სახალხო დამცველი - მივესალმებით განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებას მოსწავლეთა გაკვეთილზე დასწრების აღრიცხვის საგამონაკლისო წესის კანონმდებლობაში ასახვასთან დაკავშირებით
მამუკა ხაზარაძის საქმეზე მოსამართლე განაჩენს 23 ივნისს გამოაცხადებს
არქივი