ჩემპიონთა ლიგის ფინალში „პარი სენ-ჟერმენის“ გამარჯვების შემდეგ, საფრანგეთის რამდენიმე ქალაქში არეულობა დაიწყო, დაკავებულია, სულ მცირე, 427 ადამიანი დააკავეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
169 01 ივნისი 2025, 12:48

ჩემპიონთა ლიგის ფინალში „პარი სენ-ჟერმენის“ გამარჯვების შემდეგ, საფრანგეთის რამდენიმე ქალაქში არეულობა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას „ლე ფიგარო“ ავრცელებს. პსჟ-სა და მილანის „ინტერს“ შორის მატჩი მიუნხენში გაიმართა, თუმცა ფინალს პსჟ-ს მოედანზე, პარიზში, „პარკ დე პრენსზე“ დიდ ეკრანზე დაახლოებით 48 000 გულშემატკივარი ადევნებდა თვალს.

დილის მონაცემებით, ღამის განმავლობაში ვანდალიზმის ბრალდებით, სულ მცირე, 427 ადამიანი დააკავეს.

ფრანგმა სამართალდამცველებმა შანზ-ელიზეზე მდებარე სპორტული ფეხსაცმლის მაღაზია Foot Locker-ის გულშემატკივრების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.

არეულობა საფრანგეთის სხვა ქალაქებშიც დაფიქსირდა. გრენობლში მანქანა გულშემატკივრების ბრბოში შევარდა, რის შედეგადაც ოთხი ადამიანი დაშავდა. მძღოლი პოლიციას ჩაბარდა. ასევე გავრცელდა ინფორმაცია ერთი გარდაცვლილის შესახებაც. სამხრეთ-დასავლეთ ქალაქ დაქსში 17 წლის ბიჭი დანით მიყენებული ჭრილობებით გარდაიცვალა. მკვლელობის მიზეზი უცნობია დამნაშავეს ჯერ კიდევ ეძებენ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნიკოლ ფაშინიანი - ერდოღანთან განვიხილეთ სომხეთ-თურქეთის ურთიერთობების ნორმალიზების პროცესი, რეგიონული მოვლენები, სომხეთი რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობის დამყარების ერთგული რჩება
რეჯეფ თაიფ ერდოღანი სტამბოლში ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა
თეირანსა და ყუმის პროვინციაში, სადაც გამაგრებული ბირთვული ობიექტი „ფორდო“ მდებარეობს, 5.22 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა
დავით ქართველიშვილი ისრაელ-ირანის კონფლიქტზე: კონფლიქტი დამთავრდება ზავით და სხვადასხვა ქვეყნის სახელისუფლებო შტოებიდან გარკვეული „ელიტების“ ჩამოშორებით
აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა ირანთან დაკავშირებულ ხუთ ფიზიკურ და 20 იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა
არქივი