სერგეი ლავროვმა და მარკო რუბიომ ტელეფონით ისაუბრეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
70 02 ივნისი 2025, 09:54

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ სატელეფონო საუბარი გამართეს. რუსული მედიის ცნობით, საუბრისას განიხილეს უკრაინაში არსებული სიტუაცია.

როგორც მედია წერს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით წერს, „მხარეებმა განიხილეს უკრაინის კრიზისთან დაკავშირებული სიტუაცია“.

რუსეთის საგარეო სამინისტროს განცხადებით, რუბიომ თანაგრძნობა გამოხატა ბრიანსკისა და კურსკის ოლქებში რკინიგზაზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა გამო. ამასთან, სერგეი ლავროვმა და მარკო რუბიომ სტამბოლში რუსეთ-უკრაინის პირისპირ მოლაპარაკებებზეც ისაუბრეს.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ჯერ აღნიშნული დიალოგის შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებს.

ცნობისთვის, რუსეთში, უკრაინის საზღვართან ახლოს, საავტომობილო ხიდის ჩამონგრევის შედეგად, სულ მცირე, შვიდი ადამიანი დაიღუპა. მედიის ცნობით, ბრიანსკის ხიდი მაშინ ჩაინგრა, როდესაც მის ქვემოთ სამგზავრო მატარებელი გადიოდა. შემთხვევის შედეგად 69 ადამიანია დაშავებული.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნიკოლ ფაშინიანი - ერდოღანთან განვიხილეთ სომხეთ-თურქეთის ურთიერთობების ნორმალიზების პროცესი, რეგიონული მოვლენები, სომხეთი რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობის დამყარების ერთგული რჩება
რეჯეფ თაიფ ერდოღანი სტამბოლში ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა
თეირანსა და ყუმის პროვინციაში, სადაც გამაგრებული ბირთვული ობიექტი „ფორდო“ მდებარეობს, 5.22 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა
დავით ქართველიშვილი ისრაელ-ირანის კონფლიქტზე: კონფლიქტი დამთავრდება ზავით და სხვადასხვა ქვეყნის სახელისუფლებო შტოებიდან გარკვეული „ელიტების“ ჩამოშორებით
აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა ირანთან დაკავშირებულ ხუთ ფიზიკურ და 20 იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა
არქივი