რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდი დღეს სტამბოლში გაიმართება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
77 02 ივნისი 2025, 09:55

რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდი დღეს სტამბოლში გაიმართება. უკრაინულ დელეგაციას უკრაინის თავდაცვის მინისტრი, რუსტემ უმეროვი უხელმძრვანელებს, ხოლო რუსეთის დელეგაციას კვლავ ვლადიმირ მედინსკი, რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე.

რუსული მხარე სტამბოლში უკვე ჩავიდა და აცხადებენ, რომ მათ სამუშაო განწყობა აქვთ.

როგორც თურქული მედია წერს, მხარეებს შორის შეხვედრა სტამბოლში, სასტუმრო „ჩირაგან პალასში“, 13:00 საათზეა დაგეგმილი.

შეგახსენებთ, მოლაპარაკებების პირველი რაუნდი სტამბოლში 16 მაისს გაიმართა და დაახლოებით, ორი საათი გაგრძელდა. შედეგად მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს სამხედრო ტყვეების გაცვლის შესახებ, რაც ომის დაწყების შემდეგ ყველაზე მასშტაბურ გაცვლად ითვლება. მეორე რაუნდზე ორივე მხარე ცეცხლის შეწყვეტის საკუთარ ხედვაზე ისაუბრებს. რუსეთმა მედინსკის ხელმძღვანელობით „მშვიდობის მემორანდუმი“ მოამზადა, ხოლო უკრაინა საკუთარ გეგმას წარადგენს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნინო ბურჭულაძე - ,,ფიტარეთის სამონასტრო კომპლექსი ტყის საფარისგან სრულად გაწმენდილია"
შსს-ს ცნობით, პოლიციამ საჯარო მოსამსახურეზე თავდასხმის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
პრემიერ-მინისტრი აშშ-სა და უნგრეთში ახლად დანიშნულ ელჩებს და ევროპის საბჭოში საქართველოს ახალ მუდმივ წარმომადგენელს შეხვდა
ნეთანიაჰუს განცხადებით, მათი მიზანი ირანში არა რეჟიმის შეცვლა, არამედ ბირთვული და ბალისტიკური საფრთხეების შეჩერებაა
პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის მცდელობის ფაქტზე დაკავებულებს ბრალდება წარუდგინა
არქივი