გურამ ხუტაშვილსა და დანიელ მუმლაძეს, რომელთაც რუსთაველის გამზირზე, აქციების დროს, 112-ის ვიდეოკამერების დაზიანებას ედავებოდნენ, სასამართლომ 3-3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
28 02 ივნისი 2025, 15:33

მიმდინარე საპროტესტო აქციების ფარგლებში დაკავებული 26 წლის გურამ ხუტაშვილი და 23 წლის დანიელ მუმლაძე, რომელთაც რუსთაველის გამზირზე, სხვადასხვა ადგილზე 112-ის დამონტაჟებული ვიდეოკამერების დაზიანებას ედავებოდნენ, სასამართლომ დამნაშავედ ცნო. მოსამართლე ლილი მსხილაძის გადაწყვეტილებით, ორივე მათგანს 3-3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

დაცვის მხარემ მტკიცებულებები უდავო გახადა, თუმცა, პროკურატურამ ხუტაშვილ-მუმლაძეს საპროცესო შეთანხმებაზე უარი უთხრა.

სახელმწიფო ბრალდების განცხადებით, ზარალი 11 2000 ლარს შეადგენს.

ცნობისთვის, გურამ ხუტაშვილი და დანიელ მუმლაძე მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს დააკავეს. მათ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით ჰქონდათ წარდგენილი, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს. აღნიშნული ბრალდება 3-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი