პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების ფაქტებზე ხუთ პირს ბრალდება წარუდგინა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
68 02 ივნისი 2025, 17:46

საქართველოს პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების ფაქტებზე 5 პირს ბრალდება წარუდგინა.

პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები უკანონოდ ინახავდნენ განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა ნარკოტიკულ საშუალებებს, რომლის რეალიზაციას ახდენდნენ. უწყების ცნობით, გატარებული ღონისძიებების შედეგად ამოღებულია უკანონოდ შენახული ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინი“, ჰეროინი“, „კოკაინი“ და „ალფაპევეპე“.

„1 პირს ბრალდება 2603-ე მუხლის მეოთხე ნაწილით, 1 პირს 260-ე მუხლის პირველი, მეორე და 2603 -ე მუხლის მეოთხე და მეხუთე ნაწილებით, 1 პირს 260-ე მუხლის მეორე ნაწილით და 2603-ე მუხლის მეხუთე ნაწილით, 1 პირს 260-ე მუხლის პირველი და მეოთხე ნაწილებით, ხოლო 1 პირს 260-ე მუხლის მესამე ნაწილით წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ხუთივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა.

სისხლის სამართლის საქმეებზე გამოძიება გრძელდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ანტონიუ გუტერეში - ირან-ისრაელის კონფლიქტის გაფართოებამ შესაძლოა, გააჩაღოს ცეცხლი, რომლის გაკონტროლებასაც ვეღარავინ შეძლებს
საერთაშორისო ატომური სააგენტოს ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ირანის ბუშერის ქარხანაზე დარტყმამ, შესაძლოა, რეგიონული კატასტროფა გამოიწვიოს
ვლადიმერ პუტინი - რუსეთი არ მიისწრაფვის უკრაინის მხრიდან კაპიტულაციისკენ
სახალხო დამცველი - მივესალმებით განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებას მოსწავლეთა გაკვეთილზე დასწრების აღრიცხვის საგამონაკლისო წესის კანონმდებლობაში ასახვასთან დაკავშირებით
მამუკა ხაზარაძის საქმეზე მოსამართლე განაჩენს 23 ივნისს გამოაცხადებს
არქივი