გაერო-ს გენერალური ასამბლეის ახალ პრეზიდენტად ანალენა ბერბოკი აირჩიეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
164 02 ივნისი 2025, 21:06

გაერო-ს გენერალური ასამბლეის ახალ პრეზიდენტად ანალენა ბერბოკი აირჩიეს. ფარული კენჭისყრის შედეგად, გერმანიის ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრს 167-მა სახელმწიფომ მისცა ხმა.

როგორც გერმანული მედია წერს, კენჭისყრის დროს მხოლოდ რუსეთმა გამოთქვა უარყოფითი დამოკიდებულება ბერბოკის კანდიდატურის მიმართ.

მოსკოვმა ბერბოკი „გამჭვირვალე მიკერძოებულობაში“ დაადანაშაულა და დაჟინებით მოითხოვა ფარული კენჭისყრის ჩატარება.

არჩევის შემდეგ სიტყვით გამოსვლისას ბერბოკმა მადლობა გადაუხადა ქვეყნებს ნდობისთვის და დაჰპირდა, რომ იქნებოდა გაერო-ს ყველა წევრი ქვეყნის „პატიოსანი შუამავალი“.

გაერო-ს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტს ერთწლიანი ვადით ირჩევენ, როგორც წესი, ეს ცერემონიალური ხასიათისაა,მაგრამ მნიშვნელოვანი გავლენა აქვს საერთაშორისო დიპლომატიაზე. ანალენა ბერბოკი 2021-2024 წლებში იყო გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
The Telegraph: ტრამპი პუტინს იშვიათი ლითონების მოპოვებაზე წვდომას შესთავაზებს, რათა უკრაინაში ომის დასრულება წაახალისოს
დონალდ ტრამპი - სომხეთში უკეთესი გზებია, ვიდრე ვაშინგტონშიო, მითხრა ქვეყნის ლიდერმა, ასე რომ, ძალიან მოკლე დროში ვაშინგტონს გავხდით მოწესრიგებულს, უსაფრთხოს და ლამაზს
გიორგი ვოლსკი ბერლინში ირაკლი კუპრაძის, ბერდია სიჭინავას და გიორგი გახარიას შეხვედრაზე: ეს შეხვედრა არის ძალების გაერთიანებისთვის - ვინ უფრო უკეთესად მოემსახურება მთავარ ამოცანას, რომ როგორმე ეს ქვეყანა დაზიანდეს და გაეხვიოს შარში
ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთი მძიმე შედეგების წინაშე დადგება, თუ ომის შეწყვეტაზე უარს იტყვის
ალექსეი არესტოვიჩი - ზელენსკის მომავალი სამწუხაროა, საუკეთესო შემთხვევაში ეს იქნება სააკაშვილის მსგავსი დასასრული
არქივი