ნიკოლ ფაშინიანი - თუ აღმოჩნდება, რომ გარეგინ II-მ მართლაც დაარღვია უქორწინობის აღთქმა და შვილი ჰყავს, ის ვერ იქნება ყოველთა სომეხთა კათოლიკოსი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
134 02 ივნისი 2025, 21:08

თუ აღმოჩნდება, რომ გარეგინ II-მ მართლაც დაარღვია უქორწინობის აღთქმა და შვილი ჰყავს, ის ვერ იქნება ყოველთა სომეხთა კათოლიკოსი, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.

ფაშინიანის თქმით, წმინდა ეჩმიაძინმა ამ სიტუაციასთან დაკავშირებით პოზიცია უნდა დაიკავოს.

„ამას ვაცხადებ ყველას პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებისადმი სრული პატივისცემით, მაგრამ ყოველთა სომეხთა კათოლიკოსს არ შეუძლია, ასეთი პირადი ცხოვრება ჰქონდეს. ამ საკითხს ვსვამ როგორც სომხური სამოციქულო ეკლესიის მიმდევარი, რადგან სულიერი უსაფრთხოების საკითხს ვხედავ და ამაზე სომხეთის პრემიერ-მინისტრის რანგში ვსაუბრობ. ვხედავ სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხს. წმინდა ეჩმიაძინმა ამ სიტუაციასთან დაკავშირებით პოზიცია უნდა დაიკავოს, რის შემდეგაც საკითხის დამატებითი განმარტება მოხდება“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ვოლსკი ბერლინში ირაკლი კუპრაძის, ბერდია სიჭინავას და გიორგი გახარიას შეხვედრაზე: ეს შეხვედრა არის ძალების გაერთიანებისთვის - ვინ უფრო უკეთესად მოემსახურება მთავარ ამოცანას, რომ როგორმე ეს ქვეყანა დაზიანდეს და გაეხვიოს შარში
ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთი მძიმე შედეგების წინაშე დადგება, თუ ომის შეწყვეტაზე უარს იტყვის
ალექსეი არესტოვიჩი - ზელენსკის მომავალი სამწუხაროა, საუკეთესო შემთხვევაში ეს იქნება სააკაშვილის მსგავსი დასასრული
ჯეი დი ვენსი - დონალდ ტრამპის მისიაა ევროპაში მშვიდობის დაბრუნება
სამეგრელოს პოლიციამ განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნა
არქივი