კეროლაინ ლევიტი - დონალდ ტრამპი ვლადიმერ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრისთვის მზად არის, თუ საქმე აქამდე მივა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
145 02 ივნისი 2025, 23:03

დონალდ ტრამპი თურქეთში ვლადიმერ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრისთვის მზად არის , - ასე გამოეხმაურა თეთრი სახლის პრესსპიკერი, კეროლაინ ლევიტი თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებას რუსეთის, უკრაინისა და აშშ-ის პრეზიდენტების შეხვედრის ორგანიზების შესახებ.

„პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამისთვის მზად არის, თუ საქმე აქამდე მივა, მაგრამ მას სურს, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან ორივე მხარე და ორივე ლიდერი მივიდეს“, - განაცხადა კეროლაინ ლევიტმა.

თეთრი სახლის პრესსპიკერს რუსულ აეროდრომებზე უკრაინის მიერ განხორციელებულ დრონებით შეტევასთან დაკავშირებით აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის რეაქციის შესახებაც ჰკითხეს.

„მისი რეაქცია ის არის, რომ ეს ომი უნდა დასრულდეს. ეს ომი ორივე მხრიდან სასტიკია და ძალიან ბევრი ადამიანი დაიღუპა. პრეზიდენტს სურს, რომ ეს ომი მოლაპარაკებების მაგიდასთან დასრულდეს და მან ამის შესახებ ორივე ლიდერს, როგორც საჯაროდ, ისე პირადად განუცხადა“, - აღნიშნა თეთრი სახლის პრესსპიკერმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ყველა კარგად ხედავს, რომ ჩვენს რეგიონს აქვს ძალიან დიდი შესაძლებლობები, პოლიტიკურ სიმყარეს მოსდევს ეკონომიკური სიმყარე და ხალხის კეთილდღეობა
ზელენსკი: უკრაინასთან უნდა განიხილონ ის, რაც უკრაინას ეხება
დღეს კიდევ უფრო გამიმყარდა რწმენა, რომ ის ურთიერთნდობაზე დამყარებული ჩვენი ურთიერთობები, ურთიერთპატივისცემა, რომელიც გამოხატულია თურქეთ-საქართველოს შორის, კიდევ უფრო მეტად განვითარდება და გაგრძელდება
მაკრონი: ტერიტორიული საკითხები მხოლოდ უკრაინის პრეზიდენტის მიერ იქნება განხილული
თურქული მედია ზელენსკის კორუფციული საქმიანობის შესახებ გამოძიების შედეგებს აქვეყნებს - „სინათლეს ვერ გაექცევი... საჯაროს ვხდით ფარულ ანგარიშგებას: ზელენსკის კვალი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მიდის!“
არქივი